მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: რამდენიმე ქვეყანაში გამოცადეს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც ზოგ შემთხვევაში სიმსივნეები სრულად გაანადგურა
The Guardian: რამდენიმე ქვეყანაში გამოცადეს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც ზოგ შემთხვევაში სიმსივნეები სრულად გაანადგურა

The Guardian: რამდენიმე ქვეყანაში გამოცადეს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც ზოგ შემთხვევაში სიმსივნეები სრულად გაანადგურა

იმედი|imedinews.ge

მსოფლიოს 11 ქვეყანაში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის, „ამივანტამაბის“ (Amivantamab) კვლევა ჩატარდა. პრეპარატმა 15 პაციენტს სიმსივნე სრულიად გაუქრო.

The Guardian-ის ცნობით, ვაქცინა თავისა და კისრის სიმსივნის მქონე 102 პაციენტს გაუკეთეს - მათი დაავადება მკურნალობის სხვა მეთოდებს უკვე ვერ ექვემდებარებოდა. 43 ადამიანს სიმსივნე გაუქრა ან შეუმცირდა, მათ შორის 28-ს საგრძნობლად შეუმცირდა, 15 -ს კი სრულად გაუქრა. ანალოგიური შედეგები აჩვენა პრეპარატმა ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებშიც.

ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორმა, კევინ ჰარინგტონმა განაცხადა, რომ ეს „უპრეცედენტოდ ძლიერი რეაქციაა“ იმ პაციენტებში, რომელთა დაავადებაც რეზისტენტული გახდა ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის მიმართ.

„ამ მკურნალობას პოტენციურად შეუძლია ყოველწლიურად ათასობით პაციენტს მოუტანოს სარგებელი“, - დასძინა მან.

პაციენტებმა, რომლებმაც ვაქცინა მიიღეს, მკურნალობის დაწყებიდან საშუალოდ 12,5 თვე იცოცხლეს, მიუხედავად დიაგნოზის გამო არსებული ცუდი პროგნოზისა. ICR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან ჰელინმა აღნიშნა, რომ ეს კვლევა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებამ „მნიშვნელოვან წარმატებებამდე“ მიგვიყვანოს.

„ამივანტამაბი“ კიბოზე სამი გზით მოქმედებს. ის ბლოკავს ზრდის ეპიდერმული ფაქტორის რეცეპტორს (EGFR) - პროტეინს, რომელიც ხელს უწყობს სიმსივნის ზრდას და იმ სასიგნალო გზას (MET), რომელსაც კიბოს უჯრედები ხშირად იყენებენ მკურნალობისგან თავის დასაღწევად. ამასთანავე, პრეპარატი ეხმარება იმუნური სისტემის გააქტიურებაში სიმსივნესთან საბრძოლველად.

ამ ეტაპზე ვაქცინა თითქმის 60 კლინიკურ კვლევაში გადის შეფასებას. ძირითადად მას ფილტვის, კოლორექტული, ტვინისა და კუჭის კიბოს სამკურნალოდ ტესტავენ. პრეპარატი კანქვეშ შეჰყავთ ინიექციის სახით და არა ვენიდან, რაც თერაპიას ბევრად სწრაფსა და კომფორტულს ხდის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →

მსგავსი სტატიები

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს