მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Hill: პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტი მოუწოდებს „ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხიდების აშენებისკენ“, რაც აშშ-ის ტრადიციული სამართლებრივი პრინციპის გადახედვას წარმოადგენს
The Hill: პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტი მოუწოდებს „ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხიდების აშენებისკენ“, რაც აშშ-ის ტრადიციული სამართლებრივი პრინციპის გადახედვას წარმოადგენს

იმედი|imedinews.ge

პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტი მოუწოდებს „ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხიდების აშენებისკენ“, რაც აშშ-ის ტრადიციული სამართლებრივი პრინციპის გადახედვას წარმოადგენს, - წერს გამოცემა The Hill-ი.

„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები და სიმამაცით დაიცვან ისინი, როდესაც ეს უფლებები ილახება“, - აღნიშნულია კომისიის ანგარიშში.

„ამ თავისუფლების შესანარჩუნებლად, ჩვენ უნდა ავაგოთ ხიდები და არა კედლები, ღვთის ქალაქსა და ადამიანთა ქალაქს შორის. თუ ამას გავაკეთებთ, მომავალ თაობას თავისუფალ და აყვავებულ ერს გადავცემთ“, - ნათქვამია ანგარიშში.

„ეს არგუმენტი მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ პრინციპს, რომელიც ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას მოითხოვს. ფრაზა „ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა“ პირდაპირ არ გვხვდება კონსტიტუციაში, თუმცა კონსტიტუციაში ნათქვამია: „კონგრესმა არ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ეხება რელიგიის დაწესებას ან კრძალავს მის თავისუფალ აღმსარებლობას“, - წერს გამოცემა The Hill-ი.

ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის „ხიდების“ აშენების მოწოდების გარდა, კომისიის ანგარიში ასევე ითხოვს საგადასახადო კოდექსის იმ დებულების გაუქმებას, რომელიც ცნობილია როგორც „ჯონსონის შესწორება“. ეს დებულება არაკომერციულ ჯგუფებს, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებს, უკრძალავს პოლიტიკური კანდიდატების მხარდაჭერას ან მათ წინააღმდეგ გამოსვლას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
ტრამპი →სამართლებრივი →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი