მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: ტრამპი ირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ ითხოვდა, თუმცა, სანაცვლოდ, სიურპრიზი მიიღო - ირანელებმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არმიასთან დაპირისპირებას არა მხოლოდ გაუძლეს, არამედ საზეიმოდაც ბევრი მიზეზი დარჩათ
The New York Times: ტრამპი ირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ ითხოვდა, თუმცა, სანაცვლოდ, სიურპრიზი მიიღო - ირანელებმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არმიასთან დაპირისპირებას არა მხოლოდ გაუძლეს, არამედ საზეიმოდაც ბევრი მიზეზი დარჩათ

The New York Times: ტრამპი ირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ ითხოვდა, თუმცა, სანაცვლოდ, სიურპრიზი მიიღო - ირანელებმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არმიასთან დაპირისპირებას არა მხოლოდ გაუძლეს, არამედ საზეიმოდაც ბევრი მიზეზი დარჩათ

იმედი|imedinews.ge

15 კვირაზე ნაკლები ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა, ირანთან ომის დასრულების თაობაზე თავდაჯერებული ტრაბახის პიკზე, განაცხადა: „ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა“ - როდესაც ოთხშაბათს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მიმართული შეთანხმების ტექსტი საბოლოოდ გამოქვეყნდა, ის საერთოდ არ ჰგავდა კაპიტულაციის დოკუმენტს, პირიქით, ირანელებმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არმიასთან დაპირისპირებას არა მხოლოდ გაუძლეს, არამედ საზეიმოდაც ბევრი მიზეზი დარჩათ, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ტრამპი ირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ ითხოვდა, თუმცა, სანაცვლოდ, სიურპრიზი მიიღო“.

„ეს ყოველივე იწყება თეირანისთვის ნავთობის გაყიდვიდან მილიარდობით დოლარის შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აღდგენით, რაც ამსუბუქებს წნეხს მძიმე მდგომარეობაში მყოფ რეჟიმზე. და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მომლაპარაკებლები გაცილებით ვრცელ და კრიტიკულ დოკუმენტზე ვაჭრობის დასაწყებად ემზადებიან - სწორედ იმ დოკუმენტზე, რომელიც, როგორც ტრამპმა კვირას მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, ირანის ბირთვულ პროგრამას მომდევნო 15 ან 20 წლის განმავლობაში შეაჩერებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

პრეზიდენტისთვის, რომელიც ყველაფერზე მაღლა გავლენის ბერკეტებს აყენებს, ეს გადაწყვეტილება ამ ომის კიდევ ერთი საიდუმლოა. თუმცა, „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ ფორმულირება იმაზეც მიანიშნებს, რომ დროთა განმავლობაში ირანმა შესაძლოა მიაღწიოს გარკვეულ მუდმივ შეთანხმებას ჰორმუზის სრუტეზე საკუთარი სუვერენიტეტის გასავრცელებლად. ეს აშკარა წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სულ რამდენიმე კვირის წინანდელ განცხადებებთან, სადაც ის ამბობდა, რომ სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის გარდა ნებისმიერი სხვა რეჟიმი „მიუღებელია“ და „ვერ მოხდება“.

ხოლო მემორანდუმი, რომელსაც ოთხშაბათს საღამოს ირანის პრეზიდენტმა და ტრამპმა მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს მექანიზმს, რომლითაც ირანმა შესაძლოა დაიწყოს წლების განმავლობაში გაყინული მილიარდობით დოლარის აქტივების მიღება. ტრამპი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ეს თანხა მხოლოდ „კარგი ქცევის“ სანაცვლოდ გამოიყოფა, თუმცა ეს, არსებითად, ზუსტად ისეთივე დათმობაა, რომელიც ბარაკ ობამამ 11 წლის წინ დაუშვა და რომელსაც ტრამპი მას შემდეგ მუდმივად მიწასთან ასწორებდა.

უახლოეს დღეებში ამ შეთანხმების დეტალებს ნაკუწ-ნაკუწად დაშლიან და სათითაოდ განიხილავენ. ტრამპის პარტიის რადიკალური ფრთის წარმომადგენლები უკვე გამოხატავენ პროტესტს. უკმაყოფილებას არ მალავენ ისრაელელებიც, რომლებიც მოლაპარაკებებს მიღმა დატოვეს და ახლა შიშობენ, რომ ტრამპი მათ „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტას აიძულებს - რაც ხელს შეუშლის ისრაელის შესაძლებლობას, ბოლომდე გაანადგუროს ეს ტერორისტული დაჯგუფება. ისტორიკოსები კი კიდევ წლების განმავლობაში იმსჯელებენ იმ კონფლიქტის გაკვეთილებზე, რომელზეც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ათობით მილიარდი დოლარი დახარჯა და რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 13 ამერიკელისა და 3 000-ზე მეტი ირანელის სიცოცხლე შეეწირა.

ეს კომბინაცია - ეკონომიკური ქაოსი და ნავთობის ბაზრების პარალიზება - არის ზუსტად ის, რასაც ირანელები ომის პირველივე დღეებიდან თავიანთ ყველაზე ძლიერ იარაღად განიხილავდნენ. მათ ეს ჩანაფიქრი ზუსტად განახორციელეს: ჩაკეტეს სრუტე და ააფეთქეს ნავთობქიმიური ობიექტები, ქარხნები, სასტუმროები და სამხედრო-საჰაერო ბაზები მთელ ყურეში. თავად პრეზიდენტის აღიარებით კი, ამ ტაქტიკამ გაამართლა.

ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, შეძლებს თუ არა ბოლოს და ბოლოს ტრამპი უფრო მეტი მიღწევის მიწერას საკუთარ თავზე. თუ მომდევნო ეტაპის მოლაპარაკებებზე ის მოახერხებს და ირანელებს აიძულებს, ქვეყნიდან გაიტანონ ბირთვული საწვავის მარაგი და თითქმის ორი ათწლეულით შეაჩერონ ურანის გამდიდრების ყოველგვარი აქტივობა, მაშინ მას, შესაძლოა, მიეცეს საფუძველი, ეს გრძელვადიან გამარჯვებად გამოაცხადოს.

თუ აღმოჩნდება, რომ ომმა ირანის ხელმძღვანელობის დესტაბილიზაცია გამოიწვია, პროტესტებსა და აჯანყებას დაუდო სათავე - როგორც ამას ტრამპი კონფლიქტის დასაწყისშივე მოითხოვდა - მაშინ მას ნამდვილად ექნება საფუძველი, ეს წარმატება საკუთარ თავს მიაწეროს.

თუმცა, ამჟამად ისეთი პირი უჩანს, რომ სრულიად საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს. ტრამპმა, პირიქით, ხელი შეუწყო ახალი ხელმძღვანელობის განმტკიცებას, რომელსაც ფორმალურად სათავეში უდგას ახალი უზენაესი ლიდერი - დაჭრილი და საზოგადოების თვალთახედვიდან გამქრალი მოჯთაბა ხამენეი, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

იმედი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

იმედი

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი