მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: მაროკომ შესაძლოა ესპანეთში მიგრანტების მასობრივ გადასვლას ხელი შეუწყო
The Telegraph: მაროკომ შესაძლოა ესპანეთში მიგრანტების მასობრივ გადასვლას ხელი შეუწყო

The Telegraph: მაროკომ შესაძლოა ესპანეთში მიგრანტების მასობრივ გადასვლას ხელი შეუწყო

იმედი|imedinews.ge

დასავლური სადაზვერვო წყაროები ვარაუდობენ, რომ მაროკომ ესპანეთის ექსკლავ სეუტაში დაახლოებით 60 ათასი მიგრანტის მოულოდნელ ნაკადს ხელი შეუწყო. ინფორმაცია The Telegraph-ი ავრცელებს.

როგორც წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა ესპანეთთან დიპლომატიური უთანხმოების ფონზე ერთგვარი ზეწოლის ან საპასუხო მოქმედების ნაწილი ყოფილიყო.

მაროკოს ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, უკმაყოფილო არიან ესპანეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის პოლიტიკით, განსაკუთრებით კი ენერგეტიკული შეთანხმებების გაფორმების მცდელობით ალჟირთან - ქვეყანასთან, რომელიც მაროკოს რეგიონული მეტოქეა.

როგორც გამოცემა იუწყება, მაროკოს ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯი წარსულშიც გადაუდგამს. 2021 წელს მადრიდთან დასავლეთ საჰარის სტატუსთან დაკავშირებული დავის შემდეგ, მაროკომ სეუტაში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი გაატარა, რასაც ესპანეთის პოლიტიკის მოულოდნელი ცვლილება მოჰყვა.

ხუთშაბათსა და პარასკევს სეუტაში ქაოსური 48 საათი იყო. მიგრანტები, მათ შორის მთელი ოჯახები, ზღვაში ცურვით, ღობეებზე გადაძრომითა და საზღვრის გარღვევით შედიოდნენ ესპანეთის ტერიტორიაზე. სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა - ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი საზღვრის დამცავ ბარიერებთან ჭყლეტას ემსხვერპლა.

მომხდარმა ევროპაში კრიზისი გამოიწვია. რამდენიმე ლიდერმა ესპანეთისთვის თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის შეზღუდვისა და საზღვრის კონტროლის დაწესების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

ამასობაში, როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ესპანეთის მემარცხენე მთავრობა მიგრაციასთან დაკავშირებით „სუსტი პოზიციის“ გამო გააკრიტიკა.

ესპანეთის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ვარაუდები, რომ მაროკო ხუთშაბათის მასობრივი გადასვლის უკან იდგა. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კი რაბათს მადლობა გადაუხადა „უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისთვის“.

სეუტაში გადასულმა რამდენიმე მიგრანტმა განაცხადა, რომ გზაზე მათ პოლიციის თანამშრომლები აქტიურად მოუწოდებდნენ ამ მარშრუტით ესარგებლათ.

ზოგიერთმა მათგანმა თქვა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას გაჰყვნენ ესპანეთში შესვლის შესაძლებლობის შესახებ. საუბარი ეხებოდა ბოლოდროინდელ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელმაც მიგრანტებს ზღვით შესვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივი გაძევების თავიდან აცილების შესაძლებლობა მისცა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თენგიზ შარმანაშვილი ნორვეგიის ელჩის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი - ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას?

თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვაზე: რა შეიძლება მოჰყვეს?! შეიძლება მოჰყვეს ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან ველი გაიწმინდოს და წარმოიშვან ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას, თუნდაც ძალიან მწვავე ოპონირებას. ეს მისასალმებელიც არის

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს