მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: რატომ გაათავისუფლა ზელენსკიმ ადამიანი, რომელიც რუსეთს ამარცხებდა
The Telegraph: რატომ გაათავისუფლა ზელენსკიმ ადამიანი, რომელიც რუსეთს ამარცხებდა

The Telegraph: რატომ გაათავისუფლა ზელენსკიმ ადამიანი, რომელიც რუსეთს ამარცხებდა

იმედი|imedinews.ge

რატომ უნდა გაიყვანო მოედნიდან გოლეადორი მაშინ, როდესაც დაწინაურდი? - ეს კითხვა დღეს დილით არა მხოლოდ ინგლისელ გულშემატკივრებს, არამედ უკრაინელ თავდაცვის ექსპერტებსაც აწუხებთ, თუმცა, თუ რამეზე შეგვიძლია დარწმუნებით საუბარი, ეს ისაა, რომ კიევში გამეფებული იმედგაცრუება გაცილებით უფრო ღრმა და ხანგრძლივი იქნება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „რატომ გაათავისუფლა ზელენსკიმ ადამიანი, რომელიც რუსეთს ამარცხებდა“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მოედნიდან გაყვანის“ პოლიტიკური სვლა პარასკევს გააკეთა - მან მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები დააანონსა, რაც 35 წლის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც გულისხმობდა.

ციფრული ტრანსფორმაციის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მხოლოდ ექვსი თვე დაჰყო, თუმცა ამ მოკლე დროში უკრაინის არმიის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეულ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას ჩაუდგა სათავეში. მისმა მოულოდნელმა გადაყენებამ კიევში მითქმა-მოთქმა, უკმაყოფილება და, ზოგიერთ შემთხვევაში, ღია აღშფოთებაც კი გამოიწვია.

„ეს ცუდი ამბავია და იმიტომ არის ცუდი, რომ ბრძოლის ველზე კარგი ამბები გვაქვს“, - განაცხადა „ჩათემ ჰაუსის“ უკრაინის ფორუმის ხელმძღვანელმა, ორიზია ლუცევიჩმა, რითაც ახსნა ის იმედგაცრუება, რასაც მრავალი უკრაინელი პოლიტიკური და სამხედრო ექსპერტი განიცდის.

უკმაყოფილება იმდენად დიდია, რომ ზოგიერთმა უკრაინელმა ომის პერიოდისთვის იშვიათი საპროტესტო აქცია გამართა მთავრობის წინააღმდეგ.

დღეს დილით კიევში შეკრებილმა ხალხმა პლაკატები გადმოფინა წარწერებით: „ხელები შორს ფედოროვისგან“ და „შეწყვიტეთ გამარჯვების საბოტაჟი“.

როგორც იტყობინებიან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ფედოროვმა მობილიზაციის სისტემის რეფორმირების კუთხით დასახული მიზნები ვერ შეასრულა.

თუმცა, პრეზიდენტის თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ფედოროვსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ ოლექსანდრ სირსკის შორის ნდობის კრიზისი. სწორედ სირსკი არის ის პირი, რომელიც ბრძოლის ველზე უშუალო სამხედრო სტრატეგიაზეა პასუხისმგებელი.

ფედოროვსა და სირსკის შორის დაძაბულობა საიდუმლოს არ წარმოადგენს. კიევში არსებულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ მინისტრსა და გენერალს შორის დაპირისპირება უკონტროლო გახდა.

ეს ყველაფერი, დიდწილად, ომის წარმოების განსხვავებულ ხედვას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ფედოროვს არმიის „ციფრული ტრანსფორმაციის“ დამსახურებას მიაწერენ, გავრცელებული ინფორმაციით, უფრო უფროსი თაობის გენერალს მიაჩნდა, რომ ომისთვის ისეთი ტრადიციული, მაგრამ კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორებიცაა ქვეითი ჯარი, ჯავშანტექნიკა და არტილერია, უგულებელყოფილი იყო.

ფედოროვს მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინას გამარჯვება მხოლოდ ახალი, ასიმეტრიული სტრატეგიებითა და ტაქტიკით შეუძლია. სირსკის კი მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი კარგია, თუმცა, მისი აზრით, სამხედრო ოპერაციების საუკეთესოდ განხორციელება სწორედ ტრადიციულ სამხედრო მიდგომებს შეუძლია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრემიერი: ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული ის რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა საპარლამენტო ასამბლეაში და რომელიც არის მორიგი მტრული აქტი ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ

ჯეი დი ვენსი ისრაელზე: მათ სისტემაში არსებობენ ადამიანები, და ჩვენ ამაში ეჭვიც არ გვეპარება, რომლებიც ამერიკული საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ცდილობენ, რათა ომი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს

ირაკლი კობახიძე: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას, არის ქვეყნები, რომლებიც 15 წელია, არიან მოლაპარაკებების რეჟიმში, მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მათ ნაწილს საერთოდ არავითარი პროგრესი არ აქვს

ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამის დასტურია თურქმენეთის პრეზიდენტის  ვიზიტი