მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელმაც უკრაინელები ზელენსკის წინააღმდეგ განაწყო
The Telegraph: თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელმაც უკრაინელები ზელენსკის წინააღმდეგ განაწყო

The Telegraph: თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელმაც უკრაინელები ზელენსკის წინააღმდეგ განაწყო

იმედი|imedinews.ge

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის პოპულარული მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რამაც მთავრობისა და სამხედრო ელიტის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა გამოიწვია, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელმაც უკრაინელები ზელენსკის წინააღმდეგ განაწყო“.

მიხაილო ფედოროვმა, რომლის თავდაცვის მინისტრად ყოფნის ექვსთვიანი პერიოდი უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური მოდერნიზაციისა და სამხედრო შესყიდვების რეფორმირების მცდელობებით გამოირჩეოდა, ოთხშაბათს ღამით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

ხუთშაბათს კიევის ცენტრში ზელენსკის საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა. მომიტინგეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „ხელები შორს ფედოროვისგან“ და „რეფორმები უნდა გაგრძელდეს“. ხალხი სკანდირებდა ფედოროვის სახელს, პარალელურად კი ჰაერში გაისმოდა მრისხანე შეძახილები: „სირცხვილი! სირცხვილი! სირცხვილი!“

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ პოსტში ფედოროვმა თავისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდის 20-ზე მეტი მიღწევა მიმოიხილა. მათ შორის აღსანიშნავია: რუსული საოკუპაციო ძალებისთვის „სტარლინკის“ ქსელზე წვდომის შეზღუდვა, ყირიმის იზოლაციის მიზნით „ლოგისტიკური ბლოკადის“ დაწყება და დრონების მარაგის მნიშვნელოვანი გაზრდა.

ვარაუდობენ, რომ მინისტრის გადაყენების მიზეზი მოდერნიზაციის მომხრე მინისტრსა და სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებში მყოფ მის კონსერვატორ კოლეგებს, კერძოდ კი მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის შორის არსებული ღრმა განხეთქილება გახდა.

ჟურნალისტებისთვის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ფედოროვმა მთავარსარდალ სირსკის სამხედრო რეფორმების დაბლოკვაში დასდო ბრალი და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის სრულად შეცვლა მოითხოვა.

„სირსკი მზად არ არის, ღიად ისაუბროს [სამხედრო სტრუქტურაში არსებულ] პრობლემებზე“, - განაცხადა მან. - „ნაცვლად იმისა, რომ იფიქროს, როგორ დაამარცხოს რუსეთი ასიმეტრიული მეთოდებით, მან ქვეყნის გახლეჩვის გზა მონახა“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

იმედი

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი