მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: ამერიკელები ტაივანელ სამხედროებს საიდუმლოდ სამხედრო გამოცდილებას უზიარებენ
The Wall Street Journal: ამერიკელები ტაივანელ სამხედროებს საიდუმლოდ სამხედრო გამოცდილებას უზიარებენ

The Wall Street Journal: ამერიკელები ტაივანელ სამხედროებს საიდუმლოდ სამხედრო გამოცდილებას უზიარებენ

იმედი|imedinews.ge

ტაივანი პირველად უფრო ღიად ალაპარაკდა იმ სამხედრო თანამშრომლობაზე, რომელსაც წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებთან საიდუმლოდ ინარჩუნებდა, კუნძულთან თანამშრომლობას საჯაროდ ხაზს უსვამს ამერიკული მხარეც. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით ორივე მხარე ცდილობს ჩინეთს მიანიშნოს, რომ ორმხრივი ურთიერთობები კვლავ მტკიცეა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, რომლებმაც ვაშინგტონის მხარდაჭერის მიმართ კითხვები გააჩინა.

ტაივანის თავდაცვის მინისტრმა უელინგტონ კუმ ჟურნალისტთა მცირე ჯგუფთან საუბრისას განაცხადა, რომ ტაივანსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა „იმაზე გაცილებით მჭიდროა, ვიდრე შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს“. ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენელი საჯაროდ აღიარებს აშშ-ის როლს კუნძულის თავდაცვის გაძლიერებასა და ჩინეთის შეკავების საქმეში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პეკინი დემოკრატიულად მართულ ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას კუნძულზე კონტროლის დასამყარებლად. ამავე დროს, აშშ-ის კანონმდებლობა ვაშინგტონს ავალდებულებს, ტაივანს თავდაცვისთვის საჭირო შესაძლებლობები მიაწოდოს, რის ფარგლებშიც კუნძულს მილიარდობით დოლარის ღირებულების შეიარაღება მიჰყიდა.

„საზოგადოება მხოლოდ იარაღის გაყიდვებს ხედავს, მაგრამ რეალურად თანამშრომლობა გაცილებით მრავალმხრივია. სამხედრო გაცვლების მეშვეობით ამერიკისგან რეალური საბრძოლო გამოცდილება მივიღეთ“, - განაცხადა კუმ.

კუმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში ტაივანის სამხედრო გეგმები აშშ-ის შეიარაღებული ძალების პირდაპირ ჩარევას არ ეფუძნება.

ტაივანში ამერიკელი სამხედროების მომზადების პროგრამა ორივე მხარისთვის წლების განმავლობაში განსაკუთრებით მგრძნობიარე თემად რჩებოდა და მას საჯაროდ თითქმის არ განიხილავდნენ, რათა პეკინის შესაძლო საპასუხო რეაქცია აერიდებინათ.

ანალოგიურად, მგრძნობიარე საკითხი იყო საზღვაო სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობაც. თუმცა გასულ კვირას ტაივანში აშშ-ის დე ფაქტო საელჩომ - ამერიკულმა ინსტიტუტმა ტაივანში (AIT) - გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ტაივანისა და აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდები ერთად დაცურავენ.

„აშშ-ის სანაპირო დაცვა და ტაივანის სანაპირო დაცვა აქტიურად კოორდინირებენ საერთო საზღვაო მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, AIT-მა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აფასებს ტაივანის პარტნიორობას საზღვაო უსაფრთხოების სფეროში და მხარს უჭერს მის მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ საკითხებში, მათ შორის საზღვაო სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობასა და საერთაშორისო კოოპერაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში, თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა

გერმანია და ევროკავშირი რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკრიტიკებენ

გერმანია და ევროკავშირი რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკრიტიკებენ

იმედი

ვილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს

ვილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს

იმედი

ავთანდილ კასრაძე: დარწმუნებული ვართ, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტები განხორციელდება და ქართული სტარტაპები მსოფლიო ტურიზმის ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ