მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Washington Post: კრისტა პაიკის ადვოკატების განცხადებით, იგი ცოცხალია, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას იღებს
The Washington Post: კრისტა პაიკის ადვოკატების განცხადებით, იგი ცოცხალია, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას იღებს

იმედი|imedinews.ge

კრისტა პაიკის ადვოკატების განცხადებით, იგი ცოცხალია, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას იღებს. მანამდე, წინა ღამით, ტენესის შტატის ხელისუფლებამ მისი სასიკვდილო ინექციით დასჯა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

პაიკის ადვოკატის, რენდი სპაივის განცხადებით, სიკვდილით დასჯის პროცესში მან მის მარცხენა მკლავში შეყვანილი სულ მცირე შვიდი ნემსი დაითვალა. მან ასევე დასძინა, რომ ამოღებისას ერთ-ერთი ნემსი მოღუნული ჩანდა.

პაიკის ადვოკატები ადრე აცხადებდნენ, რომ სიკვდილით დასჯისას მას სასიკვდილო ინექციის პრეპარატის ორი დოზა შეიყვანეს. ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში მათ აღწერეს მძიმე და საზარელი საღამო, რომელიც ხარვეზებითა და კომუნიკაციის არარსებობით იყო აღბეჭდილი.

„გუბერნატორმა კრისტას სასჯელი დაუყოვნებლივ უნდა შეუმსუბუქოს“, - განაცხადა სპაივიმ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ შტატში სიკვდილით დასჯის პროცესი შეაჩერა და პაიკის სიკვდილით დასჯისას დაშვებული შეცდომების გამოძიება ბრძანა. მან აღნიშნა, რომ მომხდარით „ფრიად იმედგაცრუებულია“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლელა რაზიკაშვილი: მახსენდება, 14 წლის წინ ამ დროს რა ხდებოდა საქართველოში. გათენებამდე დავდიოდით ქუჩაში, ვერ შევდიოდით სახლში. ერთმანეთს ვეხვეოდით სრულიად უცხო ადამიანები. ეს არ შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ შენი საყვარელი პოლიტიკური ძალის გამარჯვებით. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ფიზიკურად გადარჩენის სიხარული

Die Welt: ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფო, მათ შორის გერმანია, ავსტრია და იტალია, ევროკომისიას მოუწოდებს, ახალი რეგულაციების მიღება დროებით შეაჩეროს და ყურადღება არსებული კანონების გამარტივებაზე გადაიტანოს

ლელა რაზიკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ვერ ხვდებიან, სადამდე მიიყვანეს ამომრჩეველი, დგანან ახლა და ამბობენ, რომ ხედავთ, პროპაგანდამ როგორ იმუშავა, რომ ასე გავნულდითო. 5% კი არა შეიძლება 1%-იც მეტი იყოს ამათთვის

გია მურღულია IRI-ს კვლევაში ოპოზიციის შედეგებზე: იმ მოქმედებას, რასაც ეს ხალხი გვთავაზობს - აგრესიას, რადიკალიზმს, უზრდელობას - ამას ქართველი ხალხი მხარს არასოდეს დაუჭერს