მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Washington Post: სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს
The Washington Post: სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს

The Washington Post: სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს

იმედი|imedinews.ge

სენატმა სამშაბათს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს, რამაც თეთრ სახლთან პოტენციურად დაძაბული დაპირისპირების საფუძველი შექმნა, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.

სენატმა რეზოლუციას 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „რესპუბლიკელი“ სენატორები - მიჩ მაკკონელი და დეივ მაკკორმიკი, რამაც რეზოლუციის მიღების შესაძლებლობა შექმნა.

ეს კენჭისყრა ტრამპსა და „რესპუბლიკელთა“ მიერ კონტროლირებად სენატს შორის მის მეორე საპრეზიდენტო ვადაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ უთანხმოებად იქცა. მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან ომის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნული ნაბიჯი არაერთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მკაცრად გააკრიტიკა ირანული ნავთობისთვის სანქციების მოხსნისა და ირანის აღსადგენად 300 მილიარდი დოლარის ფონდის შექმნის გეგმების გამო.

1973 წლის „ომის უფლებამოსილებების რეზოლუცია“ - კანონი, რომლითაც დემოკრატებმა კენჭისყრის ჩანიშვნა მოითხოვეს - ადგენს, რომ პრეზიდენტმა უნდა გამოიყვანოს აშშ-ის შეიარაღებული ძალები საზღვარგარეთ მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან, თუ კონგრესმა მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, რომელიც კრძალავს კონგრესის თანხმობის გარეშე ჩართულობას.

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს კანონი არაკონსტიტუციურია, ხოლო დებულება, რომელიც კონგრესს უფლებას აძლევს, მიიღოს ომის უფლებამოსილების რეზოლუცია პრეზიდენტის ვეტოს უფლების გარეშე, სამართლებრივად კიდევ უფრო მოწყვლადია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
ტრამპი →მხარს →ირანის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი