მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „თიბისი კაპიტალის“ დირექტორი ოთარ შარიქაძე: მოხდა ახალი ტიპის სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას
„თიბისი კაპიტალის“ დირექტორი ოთარ შარიქაძე: მოხდა ახალი ტიპის სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას

„თიბისი კაპიტალის“ დირექტორი ოთარ შარიქაძე: მოხდა ახალი ტიპის სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას

იმედი|imedinews.ge

მოხდა ახალი ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომელსაც ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა იყენებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების შეფასებისას.

მისი თქმით, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსებამ, დიდი ინტერესი გამოიწვია ინვესტორთა შორის.

„თიბისი კაპიტალი“, როგორც ლიდერი საინვესტიციო ბანკი, ჩართული ვიყავით ამ ტრანზაქციაში, როგორც განთავსების აგენტები და მართლაც დავინახეთ საკმაოდ დიდი ინტერესი, განსაკუთრებით, საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მყიდველების 65% სწორედ უცხოელი მოთამაშეები იყვნენ, საიდანაც უმეტესობა ძალიან ცნობილი საერთაშორისო აქტივების მმართველები არიან. ჩანს, რომ ეს კომპანიები და ფონდები აქტიურად უყურებენ საქართველოს და ყიდულობენ არა მხოლოდ ევროობლიგაციებს, არამედ უკვე ქართულ ფასიან ქაღალდებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული კაპიტალის ბაზარი ვითარდება და უფრო და უფრო მეტ საინტერესო პროდუქტს სთავაზობს მსგავს ინვესტორებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

მან ფინანასთა სამინისტროს გუნდს მოულოცა წელს ევრობონდების შემდეგ განხორციელებული მეორე ტრანზაქცია და აღნიშნა, რომ ტრანზაქციის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ ინტერესს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი