მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თინა ბოკუჩავა: მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი
თინა ბოკუჩავა: მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი

თინა ბოკუჩავა: მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი

იმედი|imedinews.ge

მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში.

მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში ამის გამო სერიოზული სინდისის ქენჯნა ჰქონდა.

„შეიცვალა თავმჯდომარე, მომიწია, ჩამენაცვლებინა ლევან ხაბეიშვილი. საზოგადოებას ახსოვს მიზეზი, რომელიც გავაცანით. ამ პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა. ორი წლის თავზე ვთვლი, რომ ხალხთან ვიყო გულწრფელი. მაშინ დასახელებული მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. გახსოვთ, ლევანი ფაქტობრივად აწამეს. არავისთვის გასაკვირი არ იქნებოდა, მას დასჭირვებოდა კონკრეტული დრო რეაბილიტაციისთვის, მკურნალობისთვის, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და მე ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი. ახლა თავად პრეზიდენტმა და ლევანმა ისაუბრეს საჯარო პოსტებში, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოაქვეყნეს – რეალური მიზეზი უკავშირდებოდა იმას, რომ მაშინ ოპოზიციური გაერთიანების მცდელობა იყო და რიგი პოლიტიკური აქტორებისთვის თითქოს ლევანი იქნებოდა მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი. ამან განაპირობა ეს ჩანაცვლება. პოლიტიკაში თუკი რამის მიმართ მაქვს მიუღებლობა, ეს არის არა მწვავე პოლემიკა, არამედ არაგულწრფელობა. მაშინ არ ვიყავი და ვერ ვიყავი გულწრფელი იმ დიდი მიზნების გამო, რაც გვეგონა, რომ გვამოძრავებდა. ვფიქრობ, გულწრფელობა მოგვცემდა შესაძლებლობას, ჯანსაღად გვემართა პროცესები. მეტიც, მაშინ რომ გვეთქვა რეალური მიზეზი, მე აუცილებლად, პრინციპულ საკითხად დავაყენებდი, რომ პარტიაში ჩატარებულიყო პირდაპირი წესით არჩევნები. მე არ მქონდა იმ ხარისხის ლეგიტიმაციის მანდატი ხალხის მხრიდან, რომ თუნდაც იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, წინააღმდეგობაში წავსულიყავი დამფუძნებელ თავმჯდომარესთან, პარტიის შიგნით ჯგუფებთან ან სხვა ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა მომენტში არ იზიარებდნენ პარტიის შიგნით რეფორმების საკითხს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, როდესაც საუბარია „ძველების ახლებით“ ჩანაცვლებაზე და სხვა საკითხებზე, აქაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი განაცხადის გაკეთება უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

„ამ პროცესში ხელი შემიშალა პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობამ, პარტიის მუდმივი გაუქმების საფრთხემ, ურესურსობამ და გარკვეულმა წინააღმდეგობამ რიგი ჯგუფების მხრიდან პარტიის შიგნით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, მისივე განცხადებით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, იქნება თუ არა კიდევ ერთხელ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი.

„ეს გადაწყვეტილება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, ვინ იქნებიან სხვა კონკურენტები, ვინ იქნება ჩემს გუნდში, პრეზიდენტი სააკაშვილის საბოლოო პოზიცია რა იქნება, რადგან მას განუზომლად დიდი როლი აქვს. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია, პარტიაში ჯგუფებს რა პოზიცია ექნებათ ყრილობის მომენტში. მათ, შესაძლოა, წარსულში ჰქონდათ წინააღმდეგობები იმ რეფორმების ხედვასთან დაკავშირებით, რომელიც მქონდა. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ – შესაძლოა, ხვალ და ზეგ ოპოზიციური ლიდერები, რომლებთან ერთადაც პროტესტზე ვდგავართ, ისევ დაბრუნდნენ ციხეში, გასათვალისწინებელია საკონსტიტუციო პროცესიც, რომელიც პარტიის გაუქმებას ითვალისწინებდა და შეიძლება, განახლდეს“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიზეზი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ბელარუსთან ვაჭრობა გაორმაგდა და $141,8 მლნ-ს მიაღწია - მიზეზიBM.GE
  • ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყოფორმულა
  • ხაბეიშვილი ჩამოთვლის მიზეზებს, რის გამოც, მისი თქმით, ივანიშვილის და მდინარაძის გზები გაიყოტვ პირველი
  • პრემიერი: ჩვენი ეკონომიკური სისტემა აჩვენებს მდგრადობას და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება, არის კორუფციის აღმოფხვრა, ზედა ეშელონებში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფციარუსთავი 2
მიზეზი →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

იმედი

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

იმედი

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

იმედი

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

იმედი