მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თინათინ ნიბლოშვილი „ვარდატონის“ დღესასწაულს დაესწრო
თინათინ ნიბლოშვილი „ვარდატონის“ დღესასწაულს დაესწრო

თინათინ ნიბლოშვილი „ვარდატონის“ დღესასწაულს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე სომეხი აშუღი პოეტის, საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“ - ვარდების - ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო.

საკრებულოს წარმომადგენლებმა საიათნოვას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც თინათინ ნიბლოშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

„დედაქალაქის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით და „ქართველ სომეხთა კავშირის“ ორგანიზებით წელსაც იმართება „ვარდატონის“ დღესასწაული. ეს დღესასწაული ერთნაირად მნიშვნელოვანია ქართველი და სომეხი ხალხისთვის. თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა ისეთი პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მულტიკულტურული და მრავალეთნიკური ქალაქისთვის“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი ვლადიმერ პოღოსიანი, ასევე „ქართველ სომეხთა კავშირის‘‘ ხელმძღვანელი მარიამ არაქელოვა, საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი მაყვალა გონაშვილი და საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირის წევრი რუზანა ჰოვასაფიანი.

საზეიმო ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა თანამედროვე პოეტებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად საქართველოსა და სომხეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს.

„ვარდატონი“ თბილისში პირველად 1914 წელს ქართველი პოეტის იოსებ გრიშაშვილის, სომეხი მწერლის ოვანეს თუმანიანის და მხატვარ გევორქ ბაშინჯახიანის ინიციატივით გაიმართა. მას შემდეგ ყოველწლიურად ამ დღეს თბილისში, სურფგევორქის ეკლესიის ეზოში დღესასწაულის მონაწილეებს საიათნოვას საფლავზე წითელი ვარდები მიაქვთ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი