მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თინათინ რუხაძე ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის - „მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოებას დაესწრო
თინათინ რუხაძე ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის - „მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოებას დაესწრო

თინათინ რუხაძე ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის - „მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოებას დაესწრო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის - „მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოებას დაესწრო.

კონკურს-ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. პროექტი, რომლის მიზანიც თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალი ტალანტების აღმოჩენაა, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა.

„ვანო სარაჯიშვილის სახელი არა მხოლოდ ქართული საოპერო ხელოვნების დიდ ისტორიაზე, არამედ მის მსოფლიო მნიშვნელობაზეც მეტყველებს. დღეს, ამ ნიჭიერი ახალგაზრდების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი მუსიკალური ტრადიციები საიმედო ხელშია. კონკურსში მონაწილე თითოეულ ახალგაზრდას დიდ წარმატებას ვუსურვებ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, გამორჩეულ პროფესიონალებს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თინათინ რუხაძემ.

კონკურს-ფესტივალში მონაწილეობდნენ დამწყები ვოკალისტები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მომღერლები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი