მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული
თორნიკე ჭეიშვილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული

თორნიკე ჭეიშვილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული

იმედი|imedinews.ge

გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი შეფასებით, დოკუმენტში ფასწარმოქმნის პროცესი მრავალმხრივ არის მიმოხილული.

„დასკვნა სამომავლოდ ერთი მხრივ, გახდება საფუძველი იმისა, რომ განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები და მეორე მხრივ, ეს ღონისძიებები იქნება დაგეგმილი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ანუ საბოლოო ჯამში ეს დასკვნა გადაეცემა აღმასრულებელ ხელისუფლებას.

რაც შეეხება ამ დასკვნაში გაკეთებულ მიგნებებს, იმის გათვალისწინებით, რომ სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ხელმისაწვდომი დასკვნა და ის საკმაოდ მოცულობითი და კომპლექსურია, ამ ეტაპზე შეგვიძლია, ზოგადი შეფასება გავაკეთოთ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ საკმაოდ დეტალურადაა გაანალიზებული ფასწარმოქმნის ჯაჭვი და არის შესაბამისი მიგნებები იმასთან მიმართებით, რომ ლოგისტიკური პროცესი და ეტაპები შეიძლება იყოს უფრო მეტად გამარტივებული, მოხდეს გარკვეული რგოლების გამოკლება, რაც ერთი მხრივ ეფექტიანს გახდის ამ პროცესებს, ხოლო მეორე მხრივ, ეს დადებითად იქნება ასახული სამომხმარებლო პროდუქციის ფასების შემცირებაზე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგადად ლაპარაკი არის ბაზრის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე, კომერციული პროცესების უფრო მეტ სტანდარტიზაციაზე. ასევე საუბარია იმაზე, რომ სამომავლოდ შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები კიდევ მეტად უნდა გაძლიერდეს. მრავალმხრივ არის მიმოხილული ეს პროცესი და ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში