მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი უკრაინასთან ურთიერთობაზე: ვხედავთ, რომ გარკვეული სურვილი ჩანს პოლიტიკის გადახედვისა, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ვიმყოფებით რა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
თორნიკე ჭეიშვილი უკრაინასთან ურთიერთობაზე: ვხედავთ, რომ გარკვეული სურვილი ჩანს პოლიტიკის გადახედვისა, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ვიმყოფებით რა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

თორნიკე ჭეიშვილი უკრაინასთან ურთიერთობაზე: ვხედავთ, რომ გარკვეული სურვილი ჩანს პოლიტიკის გადახედვისა, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ვიმყოფებით რა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

იმედი|imedinews.ge

ვხედავთ, რომ გარკვეული სურვილი ჩანს პოლიტიკის გადახედვისა, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ვიმყოფებით რა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

კერძოდ, გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, თუ როგორი იქნება შემხვედრი ნაბიჯი საქართველოს მხრიდან უკრაინასთან ურთიერთობების აღდგენის აშკარა მცდელობაზე, რომელსაც აფიქსირებს უკრაინის ხელისუფლება.

„ვფიქრობ, ამ შემთხვევაში შემხვედრი ნაბიჯი უფრო უკრაინელი კოლეგებისგან არის გადმოდგმული, უკრაინის ხელისუფლებისგან და რატომ. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს მოვლენათა განვითარებას, ქრონოლოგიას, იმთავითვე გარკვეული დესტრუქციული ნოტები გაჩნდა ამ ურთიერთობაში და რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არასასიამოვნო განცხადებები მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. შემდგომ ამას მოჰყვა კიდევ უფრო მეტად უსაფუძვლო ნაბიჯები, რომლის ახსნაც შესაძლოა რაციონალურ კონტექსტში რთული იყოს. ახლა ვხედავთ იმას, რომ გარკვეული სურვილი ჩანს ამ პოლიტიკის გადახედვისა, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ვიმყოფებით რა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ვრჩებოდით აქამდე ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

ახლა თუ ამ დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლებისგან ადეკვატური ნაბიჯები მოჰყვება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამას. გარდა განცხადებებისა, ჩვენ ასევე გვაქვს მოლოდინი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

იმედი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება