
თორნიკე ფაღავა: IRI-ის კვლევები გამანადგურებელ მომავალს უწინასწარმეტყველებს რადიკალურ ოპოზიციას
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასა.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არ იყვნენ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგით წარმოდგენილები საარჩევნო პროცესში, არჩევნებმა მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩაიარა. ეს იყო IRI-ის კვლევების ერთგვარი დატესტვა პრაქტიკაში. ვნახეთ, რომ IRI-ის კვლევები, რომელმაც გამოჟონა რამდენიმე დღის წინ, გამანადგურებელ მომავალს უწინასწარმეტყველებს რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა ფაღავამ.
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართა, წინასწარი მონაცემებით, დმანისში ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი სარსევანიძემ 98 პროცენტზე მეტი აიღო, ლელოს კანდიდატმა ვაჟა ნონიაშვილმა კი მხოლოდ ორი ხმა მიიღო, რაც ერთ-ნახევარი პროცენტია. წალკა - ქართული ოცნების კანდიდატმა, ნანული ხინიკაძემ, 96 პროცენტზე მეტი მიიღო, ლელოს კანდიდატმა ზაზა შანთაძემ კი 3 პროცენტზე მეტი. ვანი - ქართული ოცნება - ზაზა ხელაძე, ხმების 87 პროცენტზე მეტი, ძლიერი საქართველო ლელო - 12 პროცენტზე მეტი. ახმეტა - ქართული ოცნების კანდიდატმა ლევან ითიურიძემ 100 პროცენტი აიღო.
იმედი
წყარო: imedinews.ge