მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო, შენგელია კი მატჩის MVP გახდა
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო, შენგელია კი მატჩის MVP გახდა

თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო, შენგელია კი მატჩის MVP გახდა

იმედი|imedinews.ge

ACB ლიგის ნახევარფინალური სერიის სასტარტო შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ტენერიფე“ დამაჯერებლად, ​ანგარიშით 100:67 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა. მან მოედანზე სულ რაღაც 17 წუთი და 55 წამი გაატარა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა შენგელიამ ამ დროში 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მართალია, ბრისუელამ და იეგომ მასზე მეტი ქულა დააგროვეს, თუმცა შენგელიამ მარგი ქმედების 24-იანი კოეფიციენტით ყველას გადაასწრო, ხოლო როცა მისი ლიდერობით კატალონიელთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა, მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი დაასვენა.

„ტენერიფეს“ წევრმა გიორგი შერმადინმა კი გულის არითმიის გამო სეზონი ნაადრევად დაუსრულდა და თავის გუნდს ვერ ეხმარება.

გუნდებს შორის მომდევნო დაპირისპირება ისევ კატალონიაში, 11 ივნისს შედგება, ხოლო 13-ში სერია უკვე კანარის კუნძულებზე გადაინაცვლებს, პარალელურად კი, მეორე ნახევარფინალურ წყვილში „ვალენსიასა“ და „ხუვენტუდს“ შორის პირველი მატჩი დღეს გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი