მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი: დავთანხმდი, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს და საზღვაო ბლოკადა აღარ დაწესდეს. თუმცა, ყველა ხომალდი ადგილზე რჩება იმ შემთხვევისთვის, თუ ბლოკადის აღდგენა საჭირო გახდება, რაც ამ ეტაპზე ძალიან ნაკლებად სავარაუდოა
ტრამპი: დავთანხმდი, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს და საზღვაო ბლოკადა აღარ დაწესდეს. თუმცა, ყველა ხომალდი ადგილზე რჩება იმ შემთხვევისთვის, თუ ბლოკადის აღდგენა საჭირო გახდება, რაც ამ ეტაპზე ძალიან ნაკლებად სავარაუდოა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა გადაწყვიტა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და მედიის მიერ საპირისპირო ამბების გავრცელების მიუხედავად, ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

„მიუხედავად მათი პროტესტისა და საპირისპირო ცრუ განცხადებებისა, ასევე ყალბი ახალი ამბების უწყვეტი კამპანიისა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აშშ-ის გამარჯვება რაც შეიძლება უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს, ირანი სრულად და უპირობოდ დათანხმდა უმაღლესი დონის ბირთვულ ინსპექციას განუსაზღვრელი ვადით (უსასრულოდ!!!). ეს უზრუნველყოფს „ბირთვულ კეთილსინდისიერებას“. თუ ისინი ამას არ დათანხმდებოდნენ, მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდებოდა!

ამისა და ირანის მიერ გაკეთებული სხვა მნიშვნელოვანი დათმობების გათვალისწინებით, დავთანხმდი, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს და საზღვაო ბლოკადა აღარ დაწესდეს. თუმცა, ყველა ხომალდი ადგილზე რჩება იმ შემთხვევისთვის, თუ ბლოკადის აღდგენა საჭირო გახდება, რაც ამ ეტაპზე ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, - დაწერა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა თავის პოსტში აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანი მიიღებს ამერიკის მიერ ადრე გაყინულ ფულს, თუმცა მას ამერიკული მხარის ზედამხედველობის ქვეშ დახარჯავს.

„ფული ან/და სანქციებიდან გათავისუფლებული თანხები, რომლებსაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გამოყოფს, სპეციალურ ანგარიშზე განთავსდება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გააკონტროლებს. ეს თანხები გამოყენებული იქნება საკვებისა და სამედიცინო მარაგების შესაძენად, ექსკლუზიურად შეერთებული შტატებიდან, მათ შორის ჩვენი შესანიშნავი ამერიკელი ფერმერების მიერ წარმოებული სიმინდის, ხორბლისა და სოიოს შესყიდვისთვის.

ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ირანს სასწრაფოდ სჭირდება. ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და მიმაჩნია, რომ აუცილებელია დახმარება ახლავე გავწიოთ, ვიდრე გვიანი არ გახდება. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს!“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი