მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ
ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

იმედი|imedinews.ge

დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ეს შეთანხმება გადამწყვეტი ეტაპია იმისკენ, რომ ღაზის მართვა საბოლოოდ გადავიდეს პალესტინის ახალი მთავრობის ხელში, რომელიც პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად მჭიდროდ ითანამშრომლებს „მშვიდობის საბჭოსთან“. ამავდროულად, ისრაელს გარანტირებული ექნება კუთვნილი უსაფრთხოება, ღაზა კი აღარასდროს იქცევა ტერორისტული თავდასხმების პლაცდარმად.

ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი „ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის“ განხორციელების გზაზე. შეთანხმება ეტაპობრივად, მკაცრად გაწერილ ფაზებად შესრულდება. განიარაღების პროცესის დასრულების პარალელურად, ისრაელის ძალები ტერიტორიას დატოვებენ, ხოლო საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები პალესტინის ახალ პოლიციასთან ერთად იზრუნებენ იმაზე, რომ ღაზა უსაფრთხო იყოს როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ისე მეზობელი ქვეყნებისთვის.

ერთი წლის წინ იქ სასტიკი ომი მძვინვარებდა, გამწვავებული იყო ჰუმანიტარული კრიზისი და მძევლები გაუსაძლის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. დღეს ჩვენ ისტორიულ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა წინ კიდევ დიდი სამუშაო გველოდება.

მინდა მადლობა გადავუხადო შუამავლებს - ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს - გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, და განსაკუთრებით, ჩემს გამორჩეულ გუნდს, რომლის დაუღალავმა შრომამაც შესაძლებელი გახადა ეს ისტორიული გარღვევა.

იმ საფრთხეს, რომელიც ღაზიდან 7 ოქტომბერს აღმოცენდა, აღდგენის უფლებას არ მივცემთ! ამ შეთანხმებით, ღაზა საბოლოოდ გადავა პალესტინის ახალი მთავრობის ხელში, რომელიც საკუთარ ხალხს ემსახურება. გილოცავთ ყველას ამ უდიდეს მიღწევას, რომელზეც ყველანი ამბობდნენ, რომ შეუძლებელი იყო!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
ტრამპი →შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი