
ტრამპი მელონიზე: მისი პოპულარობა იტალიაში კლებულობს, შესაძლოა, იმიტომ, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატებს - ქვეყანას, რომელსაც გულწრფელად უყვარს და იცავს იტალიას - ზურგი აქცია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი პოპულარობა კლებულობს.
ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მელონი საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მას არაერთხელ სთხოვდა ფოტოს გადაღებას.
„იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის განმავლობაში არაერთხელ მთხოვდა მასთან ფოტოს გადაღებას.
იტალიაში მისი პოპულარობა კლებულობს, შესაძლოა იმიტომ, რომ მან ზურგი აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებს - ქვეყანას, რომელსაც ნამდვილად უყვარს და იცავს იტალიას - მაშინ, როდესაც საქმე ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების ან განვითარების აღკვეთას ეხებოდა (თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იგივე პოზიცია ნატოსაც ჰქონდა).
მან არც კი მოგვცა იტალიის აეროდრომებისა და ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების გამოყენების შესაძლებლობა, რამაც სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები შეგვიქმნა. ეს მაშინ, როდესაც აშშ ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს იტალიისა და სხვა ე.წ. ნატოს მოკავშირეების დასაცავად.
ახლა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანი სამხედრო თვალსაზრისით დაამარცხა, მას კვლავ სურს მეგობრობა, რათა საკუთარი რეიტინგები გაიუმჯობესოს“, - დაწერა ტრამპმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge