მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: მათ მოსწონთ ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ - მათ მითხრეს, „ჩვენ თქვენ გვიყვარხართ“, ზრდასრული ადამიანები ამბობენ ამას, განა სასიამოვნო არ არის?
ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: მათ მოსწონთ ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ - მათ მითხრეს, „ჩვენ თქვენ გვიყვარხართ“, ზრდასრული ადამიანები ამბობენ ამას, განა სასიამოვნო არ არის?

ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: მათ მოსწონთ ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ - მათ მითხრეს, „ჩვენ თქვენ გვიყვარხართ“, ზრდასრული ადამიანები ამბობენ ამას, განა სასიამოვნო არ არის?

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო აშშ-ის მიმართ გამოხატული „დიდი სიყვარული“, რომელიც ნატოს წევრებთან შეხვედრისას სუფევდა, და თავი მოიწონა იმით, რომ მსოფლიო ლიდერებმა მადლიერება გამოხატეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიმართულებით მისი ძალისხმევის გამო.

„მათ მოსწონთ ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. - „მათ თქვეს: ბატონო, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. ზრდასრული ადამიანები ამბობენ ამას, განა სასიამოვნო არ არის?“

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ახლა ყველანი თანახმა არიან ახალ, 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე.

„ზოგიერთმა მართლაც უპასუხა მოწოდებას, ზოგი კი დიდ ცვლილებებს ახორციელებს და უპასუხებს მოწოდებას“, - თქვა მან. - „დაწესდება ეს 5%-იანი მაჩვენებელი, ეს არის ის რიცხვი, რომელიც წლების განმავლობაში უნდა ყოფილიყო“.

ტრამპმა დასძინა, რომ გაზრდილი ხარჯები აშშ-ისთვის მომგებიანი იქნება, რადგან თანხის დიდი ნაწილი ამერიკული წარმოების იარაღისა და აღჭურვილობის შეძენაზე დაიხარჯება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ირანთან ომი ხელახლა არ დაიწყება

ტრამპი: ირანთან ომი ხელახლა არ დაიწყება

იმედი

ლამარიას მონასტრის ტერიტორიის მიმდებარედ კელიების სამშენებლო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ლამარიას მონასტრის ტერიტორიის მიმდებარედ კელიების სამშენებლო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

იმედი

ტრამპი: ჩვენ ირანის ენაზე ვსაუბრობთ - თუ ისინი დაგვარტყამენ, ჩვენ ათჯერ უფრო ძლიერად ვუპასუხებთ

ტრამპი: ჩვენ ირანის ენაზე ვსაუბრობთ - თუ ისინი დაგვარტყამენ, ჩვენ ათჯერ უფრო ძლიერად ვუპასუხებთ

იმედი

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით პოლიციამ 29 ადამიანი დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით პოლიციამ 29 ადამიანი დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი