მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპის განცხადებით, ირანთან დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“
ტრამპის განცხადებით, ირანთან დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“

ტრამპის განცხადებით, ირანთან დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, ირანთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“, მას შემდეგ, რაც რეგიონში დარტყმების სერია განხორციელდა.

„მათთან [ირანელებთან] ურთიერთობას დროის კარგვად ვთვლი“, - განაცხადა ტრამპმა.

ეს ტრამპის მხრიდან ყველაზე მკაფიო მინიშნება იყო, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება პრაქტიკულად ჩაშლის პირასაა. აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადებებს წინ უძღოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციამ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა, პასუხად კი აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს ასახელებდა.

ტრამპმა ირანი „ბოროტ და ავადმყოფ ადამიანებად“ მოიხსენია.

თეთრი სახლის ლიდერმა ირანს „ბინძური მოთამაშეები“ უწოდა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმების გამო და განაცხადა, რომ ამით თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია.

ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები დროს კარგავს ირანთან მოლაპარაკებებზე და მას სურს „საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატიური გზის გაგრძელებას შეეცადოს.

„ჩვენ უნდა მოვაშოროთ მათ ეს კიბო. და იცით, რა უნდა გააკეთოთ? კიბო ადრეულ ეტაპზე უნდა ამოკვეთოთ. სწორედ ასე ვგრძნობ თავს“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველი დირექტორი: საქართველოს ბაზარი საერთაშორისო ინვესტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ქვეყანაა

საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველი დირექტორი: საქართველოს ბაზარი საერთაშორისო ინვესტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ქვეყანაა

იმედი

გივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომლის მიხედვით საქართველოში განათლების ხარისხის მიმართულებით არსებული მექანიზმები სრულ თავსებადობაშია ევროპულ სტანდარტებთან

ტრამპი: ჩინეთი სამართლიანად მოგვექცა. პრეზიდენტ სის დიდი თაყვანისმცემელი ვარ

ტრამპი: ჩინეთი სამართლიანად მოგვექცა. პრეზიდენტ სის დიდი თაყვანისმცემელი ვარ

იმედი

საბრძოლო სპორტის მსოფლიო ვარსკვლავები უკვე საქართველოში არიან - თბილისი RAF Georgia-ს მასპინძლობისთვის ემზადება

საბრძოლო სპორტის მსოფლიო ვარსკვლავები უკვე საქართველოში არიან - თბილისი RAF Georgia-ს მასპინძლობისთვის ემზადება

იმედი