მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აშშ ინვესტიციას ჩადებს ირანის აღდგენის ფონდში, რომლის მოცულობაც 300 მილიარდ დოლარს შეადგენს
ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აშშ ინვესტიციას ჩადებს ირანის აღდგენის ფონდში, რომლის მოცულობაც 300 მილიარდ დოლარს შეადგენს

ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აშშ ინვესტიციას ჩადებს ირანის აღდგენის ფონდში, რომლის მოცულობაც 300 მილიარდ დოლარს შეადგენს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აშშ ინვესტიციას ჩადებს ირანის აღდგენის ფონდში, რომლის მოცულობაც 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, და დასძინა, რომ მას არც ყურის ქვეყნებისთვის უთხოვია საინვესტიციო ვალდებულებების აღება.

„თუ გსურთ, შეგიძლიათ განახორციელოთ ინვესტიცია. ანუ, მე რა უნდა ვქნა? ვთქვა, რომ ინვესტირების უფლება არავის აქვს? არა, ჩვენ ინვესტიციას არ ვდებთ, 10 ცენტსაც კი არ ვდებთ. ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს და ასე მოიქცეს, მაგრამ ეს მათი ნებაა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთან ორმხრივი შეხვედრისას. - „ჩვენ მასში ინვესტიციას არ ვდებთ და არანაირი ფონდი არ გვაქვს“.

კითხვაზე, სთხოვს თუ არა იგი ყურის ქვეყნებს ფონდში ინვესტირებას, ტრამპმა უპასუხა: „არა, არ ვთხოვ, არ ვთხოვ. თუ ამას გააკეთებენ, ძალიან კარგი. მაგრამ ვიტყოდი, რომ გარკვეული პერიოდი ისინი ამას არ იზამენ, სანამ [ირანის] ქცევა არ გაირკვევა. აქ საქმე ქცევას ეხება, თუმცა ჩვენ ინვესტიციას არ ვდებთ“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
ტრამპი →დოლარი →ირანის →

მსგავსი სტატიები

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი