
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიისა და ლიის დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიისა და ლიის დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან და სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ნატო კვარაცხელიასთან ერთად გახსნა.
მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივ მოსახლეობას, პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ეს მნიშვნელოვანი სიახლე მიულოცა და ნაყოფიერი, წარმატებული სასწავლო-სააღმზრდელო წელი უსურვა. საბავშვო ბაღები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა. სამივე ბაღის შიდა და გარე ტერიტორია უახლესი სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. შენობები უზრუნველყოფილია ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავეჯითა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ინვენტარით. ლიის საბავშვო ბაღში დამონტაჟებულია სპეციალურად ადაპტირებული ლიფტი, რაც უზრუნველყოფს თანაბარ და მისაწვდომ გარემოს ყველა აღსაზრდელისთვის.
ბაღებში დანერგილია პატარების ჯანსაღი განვითარებისთვის საჭირო, მაღალკალორიული და დაბალანსებული კვების რაციონი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.
სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ბავშვებისთვის უსაფრთხო, განმავითარებელი გარემოს შექმნა და ინფრასტრუქტურის ევროპული სტანდარტებით განახლება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ, უცვლელ პრიორიტეტად რჩება.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge