მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა

წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა

იმედი|imedinews.ge

„რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

რეზოლუცია 215 ხმით 208-ის წინააღმდეგ იყო მიღებული, მას მხარი ოთხმა „რესპუბლიკელმაც“ დაუჭირა „დემოკრატებთან“ ერთად. დოკუმენტი პრეზიდენტს ავალდებულებს, გამოიყვანოს აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანთან საბრძოლო მოქმედებებიდან, თუ ამაზე კონგრესის მკაფიო თანხმობა არ იქნება.

გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც საქმე ეხება ამერიკის, მისი მოკავშირის ან პარტნიორის დაცვას „გარდაუვალი თავდასხმისგან“.

წარმომადგენელთა პალატის მიერ სამხედრო უფლებამოსილების შესახებ რეზოლუციის მიღება თავისთავად ომს ვერ დაასრულებს. უამრავი პროცედურული ბარიერის გამო, ამ დოკუმენტის ტრამპის მაგიდამდე მიღწევა საკმაოდ რთული იქნება. თუნდაც ეს მოხდეს, პრეზიდენტს შეუძლია ვეტო გამოიყენოს, ხოლო პალატასა და სენატს ამ დროისთვის აშკარად აკლიათ ხმები იმ ორმესამედიანი უმრავლესობისთვის, რომელიც ვეტოს დასაძლევადაა საჭირო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
ტრამპი →მხარს →ირანის →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი