მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში
ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში

ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ინფორმაციით, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში.

„საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში -სოფელ ფერეთაში. შესაბამისი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სპეციალურად შემუშავებული სატრენინგო პროგრამა გაიარეს. წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს,. დანარჩენ უბნებზე კი ტრადიციული მეთოდით“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისი განმარტებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 - მა ამომრჩეველმა მომართა.

როგორც იოსელიანმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.

ცესკო მოუწოდებს შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

„აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კენჭისყრა იმართება საღამოს 20:00 საათამდე. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნებში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • მაჭავარიანი 2028 წლის არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს აანონსებსტვ პირველი
  • ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არც აზერბაიჯანი ცნობსნეტგაზეთი
  • აზერბაიჯანის საგარეო: ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ვაღიარებთფორმულა
  • ფრიდრიხ მერცის მარცხი არჩევნებში - "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება და ახალი პოლიტიკური რეალობარუსთავი 2
არჩევნებში →

მსგავსი სტატიები

Financial Times: ევროკავშირი უკრაინას დაფინანსების მისაღებად დამატებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

Financial Times: ევროკავშირი უკრაინას დაფინანსების მისაღებად დამატებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

იმედი

მედია: აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ პირველი შეთანხმება გააფორმეს

მედია: აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ პირველი შეთანხმება გააფორმეს

იმედი

მედია: რუსეთმა კიევში დნეპრზე მდებარე საკვანძო ხიდი ზედიზედ მესამედ დაბომბა

მედია: რუსეთმა კიევში დნეპრზე მდებარე საკვანძო ხიდი ზედიზედ მესამედ დაბომბა

იმედი

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება

იმედი