მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცესკოში 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
ცესკოში 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

ცესკოში 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

იმედი|imedinews.ge

3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. პრესსპიკერის თქმით, შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.

„ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში, ჯამში, შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში. გამოყენებული იქნება როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი.

წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მომართა.

არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს გააშუქებს 8 მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.

აქვე შეგახსენებთ საარჩევნო პროცედურებს - კენჭისყრა იმართება დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს.

ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში, ჭრილის საფარის ქვეშ.

ხმის მთვლელი აპარატი ავტომატური რეჟიმით ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

3 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტჰაბი - 2 51 00 51. ასევე მუდმივი რეჟიმით იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნებში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • მაჭავარიანი 2028 წლის არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს აანონსებსტვ პირველი
  • ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არც აზერბაიჯანი ცნობსნეტგაზეთი
  • აზერბაიჯანის საგარეო: ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ვაღიარებთფორმულა
  • ფრიდრიხ მერცის მარცხი არჩევნებში - "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება და ახალი პოლიტიკური რეალობარუსთავი 2
არჩევნებში →

მსგავსი სტატიები

Reuters: საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო 400-მდე სკოლა დაიხურა

Reuters: საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო 400-მდე სკოლა დაიხურა

იმედი

გიორგი კახიანი: კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია აკეთებს, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია იმ ნაწილში, რაზეც ისინი კითხვებს აჩენენ, ვიდრე ევროკავშირის  ქვეყანათა უმრავლესობაში

გიორგი გაბუნია: საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია. მოქალაქეები ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე უკეთესი ხდება

გიორგი გაბუნია: საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია. მოქალაქეები ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე უკეთესი ხდება

იმედი

ლევან მაჭავარიანი: ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ - ბურთი მათ მოედანზეა. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი და ამ გზამკვლევში რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესები უნდა იყო ასახული