მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცესკოში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა
ცესკოში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა

ცესკოში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი ჟურნალი მოწვეულ სტუმრებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.

„ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მისიასა და იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება. მისი თქმით, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, დამოუკიდებელი საარჩევნო ინსტიტუციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნული მიმართულება განსაზღვრულია საარჩევნო ადმინისტრაციის 2023–2026 წლების სტრატეგიული გეგმით, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტსაც სწორედ საარჩევნო გარემოს განვითარება წარმოადგენს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საარჩევნო საკითხებზე პროცესში ჩართული მხარეებისა და ფართო საზოგადოების დროულ და სრულყოფილ ინფორმირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას შესთავაზებს. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, გამოცემის მიზანია საარჩევნო საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საარჩევნო არქივის შექმნა (ცოდნის სისტემატიზაცია), საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად ზრდა. ჟურნალი მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიული სტანდარტების დაცვით მომზადებულ მასალას ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ბეჭდური, ისე ციფრული ფორმატით.

ჟურნალი „არჩევნები 360˚“ მომზადდა ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ და მოიცავს როგორც მუდმივ, ისე ცვლად რუბრიკებს. განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის - ამომრჩევლების, ახალგაზრდებისა და სტუდენტების, აკადემიური და ექსპერტული წრეების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების, მედიის წარმომადგენლებისა და ზოგადად, საარჩევნო საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ჟურნალის პირველი ნომრის მთავარი თემაა ელექტრონული არჩევნები. მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს ამომწურავ ინფორმაციას, თუ რა გზა გაიარა საქართველომ არჩევნების მოდერნიზების პროცესში, ცესკოს თავმჯდომარის სვეტს, ინტერვიუებს ადგილობრივ და საერთაშორისო საარჩევნო მოხელეებთან და ექსპერტებთან, ასევე არჩევნების ისტორიის მიმოხილვას, საერთაშორისო გამოცდილებას და ა.შ.

ჟურნალის პრეზენტაციას დღეს პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: დღევანდელი ანკარა ორ გზას შორის არჩევანს ჰგავს - ერთი გზა მსოფლიოს შემდგომ მილიტარიზაციამდე მიდის, მეორე - დერეფნების მშენებლობისკენ. პირველი ქმნის ახალ გამყოფ ხაზებს, მეორე კი ახალ დამაკავშირებელ ხიდებს

მარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

მარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

იმედი

მიხეილ ყაველაშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში სახელმწიფოს მთავარ როლში გადასვლა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების განხორციელებას ემსახურება

მიხეილ ყაველაშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში სახელმწიფოს მთავარ როლში გადასვლა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების განხორციელებას ემსახურება

იმედი

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად