მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ციხეში ცემით მოკლული იოსებ თადიაშვილის მეუღლე ანი ნადარეიშვილის განცხადებაზე: ჭკუიდან კინაღამ გადავედი, რომ გამოაცხადა სანთლით ვეძებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემმა ქმარმა დააზარალაო. სანთელი არ უნდა, შუქი აანთოს უბრალოდ და საქართველოში იმდენს ნახავს, რომ ვერ დაითვლის
ციხეში ცემით მოკლული იოსებ თადიაშვილის მეუღლე ანი ნადარეიშვილის განცხადებაზე: ჭკუიდან კინაღამ გადავედი, რომ გამოაცხადა სანთლით ვეძებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემმა ქმარმა დააზარალაო. სანთელი არ უნდა, შუქი აანთოს უბრალოდ და საქართველოში იმდენს ნახავს, რომ ვერ დაითვლის

იმედი|imedinews.ge

ჭკუიდან კინაღამ გადავედი, რომ გამოაცხადა, სანთლით ვეძებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემმა ქმარმა დააზარალაო. სანთელი არ უნდა, შუქი აანთოს უბრალოდ და საქართველოში იმდენს ნახავს, რომ ვერ დაითვლის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ციხეში ცემით მოკლული იოსებ თადიაშვილის მეუღლემ მარიამ ცუცქირიძემ ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის კომენტარის საპასუხოდ, სადაც ის ამბობს, რომ სანთლით ეძებდა ადამიანებს, რომლებსაც პირადად ბაჩო ახალაიამ რამე დაუშავა და მას ასეთი ადამიანი არ უნახავს.

მარიამ ცუცქირიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა და ბაჩო ახალაიამ ის და მისი ოჯახი გაანადგურა.

„მე მათ გამანადგურეს. ჩემი ქმრის ამბავს ჩემი ძმაც გადაჰყვა, ჩემს ძმას ჩემი რძალი გადაჰყვა. ვერანაირად ვერ აღვწერ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც მან ჩემი ოჯახი ჩააგდო.

რომ შემოცვივდნენ სახლში უნდა გავჩხრიკოთ ეს ბინაო, ვუთხარი რას ეძებთ, ჩემი ქმარი მეომარია, არაფერს დააშავებდა-მეტქი. რომ ვუთხარი სახლში არ არის-მეთქი, ჩვენთან არის და სახლში როგორ იქნებაო.

ჯერ ჩემი ქმარი აწამეს და მერე პაატა [თადიაშვილთან ერთად დაკავებული პაატა სვანიძე]. ჩემი ქმარი ელექტროშოკით აწამეს და პაატას ლიმონათში თუ კოკა-კოლაში ჩაუსხეს რაღაც სითხე, შეაგდეს სადღაც კამერაში და ჩაურთეს გამაყრუებელი ხმაური. იქიდან ისე გამოვიდა, მგონი, ორი კვირა არაფერი ესმოდა", - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

ის „იმედის კვირასთან“ ამბობს, რომ უჭირს იმის გახსენება, როგორი ნაწამები გამოვიდა ციხიდან მისი მეუღლე.

„ექიმები რომ იყვნენ დაკრძალვაზე, ვინც კი დახედა, ყველამ თქვა, რომ მოკლული იყო. მეც ვიცოდი, რომ მოკლული იყო

პაატა რომ გამოვიდა თქვა, რომ ახალაიამ მაწამა და ადეიშვილი ვერ ვიცანიო, დავინახე კაცი, რომელსაც სათვალე და ხელზე ოქროს სამაჯური ეკეთაო, იქ ვერ ვიცანი, მაგრამ რომ გამოვედი რაღაც გადაცემას ვუყურე, ადეიშვილი აჩვენეს იქ და მაშინ მივხვდი რომ ის იყოო", - ამბობს მარიამ ცუცქირიძე.

ის ასევე იხსენებს, როგორ მზადდებოდა მისი მეუღლის ექსპერტიზის პასუხი.

„რომ მივედი ექსპერტიზის პასუხისთვის, არ იყო მზად და ცოტა ხანს დაგველოდეო მითხრეს. გარეთ რომ გამოვედი, კართან დავდექი. მესმოდა, რომ ერთი თანამშრომელი ეჩხუბებოდა დანარჩენებს, ფილტვის კიბო ხომ გამორიცხულიაო, მაგრამ მიოკარდიუმის ინფარქტსაც ვერ ვიტყვიო, ორივე გამორიცხულიაო. მოვიდა პასუხი და ექსპერტიზის დასკვნაში ორივე მიზეზი ეწერა. ექსპერტიზა ვინც ჩაუტარა, რამინი ხოჭავა იყო, ხაშურში პოლიციის შენობაში კიბეებიდან რომ ვიღაც კაცი დააგორეს, იმისი ექსპერტიზაც მან ჩაატარა“, - იხსენებს მარიამ ცუცქირიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება