მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. წინასწარი შედეგებით შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულებმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს
წინასწარი შედეგებით შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულებმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს

წინასწარი შედეგებით შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულებმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს

იმედი|imedinews.ge

წინასწარი შედეგებით, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატებმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

„თითოეულ ამომრჩეველს პირველ რიგში მინდა, გადავუხადო მადლობა მობრძანებისთვის, ჩემი და პარტიის მხარში დგომისთვის. დაიხურა უბანი 20:00 საათზე, ცუდი ამბების გარეშე და ჩატარდა არჩევნები ნორმის ფარგლებში, წესების დაცვით. ჩვენი იმედი გამართლდა - მაქსიმალური მხარდაჭერა გამომიცხადეს ამომრჩევლებმა და, რა თქმა უნდა, ვსარგებლობთ უმრავლესობით და ხმიებს მაღალი რაოდენობით“, - განაცხადა ახმეტაში მაჟორიტარობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ითიურიძემ.

„ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათი პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.

„საარჩევნო დღეს მშვიდობიანად ჩაიარა. მადლობა მოვახსენებ მოსახლეობას ნდობის გამოცხადებისთვის. გარკვეულწილად ვიცნობ მათ პრობლემებს, უფრო ღრმად გავეცნობი სამოქმედო პერიოდში და ვიმუშავებ მათი პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა მან. ​

„მადლობა ჩემს ამომრჩეველს. იმედი მაქვს, რომ მათ იმედებს გავამართლებ“, - აღნიშნა წალკის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანული ხინიკაძემ.

„ძალიან კარგი შედეგი დავდეთ და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი სოფლის მოსახლეობას. მაქსიმალურად შევეცდები, რომ გავამართლო მათი იმედები და წარმატებები მინდა ვუსურვო ამ სოფლის თითოეულ მცხოვრებს“, - განაცხადა ვანის მაჟორიტარობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვაჟა სირაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნებში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • მაჭავარიანი 2028 წლის არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს აანონსებსტვ პირველი
  • ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არც აზერბაიჯანი ცნობსნეტგაზეთი
  • აზერბაიჯანის საგარეო: ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ვაღიარებთფორმულა
  • ფრიდრიხ მერცის მარცხი არჩევნებში - "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება და ახალი პოლიტიკური რეალობარუსთავი 2
არჩევნებში →

მსგავსი სტატიები

დედაქალაქში სახალხო ზეიმი „თბილისობა 2026“ გრძელდება

დედაქალაქში სახალხო ზეიმი „თბილისობა 2026“ გრძელდება

იმედი

ლატვიის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა, რომელიც სეიმში ადგილების ისტორიულად რეკორდულ რაოდენობას მიიღებს

ლატვიის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა, რომელიც სეიმში ადგილების ისტორიულად რეკორდულ რაოდენობას მიიღებს

იმედი

„სოფიკო 90“ - ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსენეს

„სოფიკო 90“ - ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსენეს

იმედი

გერმანიაში მილიტარიზაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა

გერმანიაში მილიტარიზაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა

იმედი