მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იშვიათი დაავადებების რეესტრის შექმნაზე, რომელშიც პირველი სწორედ ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებული მონაცემები აისახება
ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იშვიათი დაავადებების რეესტრის შექმნაზე, რომელშიც პირველი სწორედ ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებული მონაცემები აისახება

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის სამინისტროში ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა. უწყების ხელმძღვანელმა მათთან ერთად ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილა.

ამასთან, იმსჯელეს გასულ წელს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამის გაფართოების შედეგად დამატებული მედიკამენტების ეფექტურობაზეც - საუბარია ანტიბიოტიკებზე, ვიტამინებზე, საინჰალაციო და სხვა პრეპარატებზე.

როგორც აღინიშნა, მედიკამენტები მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს დაავადების მართვას, ასევე - გართულებების თავიდან აცილებასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს პაციენტებისთვის დღეს არსებულ საჭიროებებსა და სარეაბილიტაციო სერვისების სპექტრის გაფართოების შესაძლებლობებზეც.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა იშვიათი დაავადებების რეესტრის შექმნაზე, რომელშიც პირველი სწორედ ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებული მონაცემები აისახება, შემდეგ კი სხვა იშვიათ დაავადებებსაც მოიცავს. მინისტრის განცხადებით, მაქსიმალურად ეფექტური შედეგისთვის მნიშვნელოვანია პროცესში პაციენტების / მშობლების აქტიური ჩართულობა და ამისთვის უწყება მზადაა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სამინისტროს მთავარი მიზანია პაციენტების ინტერესების დაცვა, შესაბამისად, მშობლებთან ერთად აქტიურად გაგრძელდება მუშაობა თითოეული მათგანის საჭიროების უზრუნველყოფისათვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ცისტური ფიბროზი პროგრესიული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერება, რის გამოც ხშირია პაციენტებში მორეციდივე სასუნთქი გზების ინფექციები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი