
ცოტნე ანანიძე „ნეტგაზეთს“: სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის, ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის შესახებ „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ხაზგასმულია, რომ თამაზაშვილი 2008 წლიდან მუშაობდა შსს-ში და მას 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანანიძე აქვეყნებს 2011 წელს გადაღებულ ფოტოს, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად სულხან თამაზაშვილის მამა, ჯემალ თამაზაშვილია და წერს, რომ მათი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველასთვის ცნობილია.
„სულხან თამაზაშვილი, 2008 წლის ომში, არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის. ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ფოტო: 2011 წელი - ბიძინა ივანიშვილი და ჯემალ თამაზაშვილი. ვერ მოარტყამთ ამ სამიზნეს ვერასდროს!“, - წერს ცოტნე ანანიძე.
იმედი
წყარო: imedinews.ge