მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს

ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს

იმედი|imedinews.ge

როგორც ყოფილ პატიმარს და უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც წლების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი გზავნილი და კომენტარი მივიღე სოციალურ ქსელში მსჯავრდებულ გ.დ.-სთან დაკავშირებით, როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც შესაძლოა ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ანანიძის თქმით, როდესაც მსჯავრდებული გადაჰყავთ დეესკალაციის საკანში, გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს. ის ასევე აღნიშნავს რომ კადრების დათვალიერებასთან დაკავშირებით იზიარებს სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.

„როგორც ყოფილ პატიმარს და უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც წლების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი სმს და კომენტარი მივიღე სოც. ქსელში მსჯავრდებულ გ.დ.-სთან დაკავშირებით, მოკლედ მოგახსენებთ:

პირველი: როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც შესაძლოა ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ.

მეორე: როცა მსჯავრდებული დეესკალაციის საკანში გადაჰყავთ, წინააღმდეგობის რისკის ალბათობის გამო, გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს.

მესამე: კადრების დათვალიერების ნაწილში ვიზიარებ სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.

როგორც ადგილობრივს, ვიცნობ კონკრეტული პატიმრის ოჯახს და პატივს ვცემ.

პატიმრებს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და თავისუფლებას“, - წერს ცოტნე ანანიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • რა ქონებას ფლობს MTA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე?BM.GE
  • მილიონობით ნაღდი ფული, ოქროულობა და ძვირადღირებული ნივთები - კონკრეტულ კითხვებზე პასუხის ნაცვლად ყოფილი პრემიერი საკნიდან წერილების გამოქვეყნებას განაგრძობსრუსთავი 2
  • მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლესტვ პირველი
  • ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლესფორმულა
ყოფილი →

მსგავსი სტატიები

ჰავაიზე ცნობილი ჰოლეის ზღვის თაღი ჩამოინგრა

ჰავაიზე ცნობილი ჰოლეის ზღვის თაღი ჩამოინგრა

იმედი

Wealth & Finance International-მა საქართველოს საპენსიო ფონდი Investment Excellence Awards 2026-ის გამარჯვებულად დაასახელა

Wealth & Finance International-მა საქართველოს საპენსიო ფონდი Investment Excellence Awards 2026-ის გამარჯვებულად დაასახელა

იმედი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა

2026 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა  პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ ჩადენილ ქმედებებს აპროტესტებდნენ