მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცოტნე გეგეჭკორი: ევრობიუროკრატიის მორიგი, ღია შანტაჟი და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე - ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია და ანგარიში უკვე სრულად სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ ჩარჩოს
ცოტნე გეგეჭკორი: ევრობიუროკრატიის მორიგი, ღია შანტაჟი და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე - ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია და ანგარიში უკვე სრულად სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ ჩარჩოს

ცოტნე გეგეჭკორი: ევრობიუროკრატიის მორიგი, ღია შანტაჟი და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე - ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია და ანგარიში უკვე სრულად სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ ჩარჩოს

იმედი|imedinews.ge

ევრობიუროკრატიის მორიგი, ღია შანტაჟი და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე - ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია და ანგარიში უკვე სრულად სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ ჩარჩოს, - წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „EURO ანატომიის“ წამყვანი ცოტნე გეგეჭკორი.

როგორც ის აღნიშნავს, მოწოდება ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეებისა თუ პროკურორების სანქცირების შესახებ, აღარანაირ კავშირში არ არის დემოკრატიულ ფასეულობებთან.

„ევრობიუროკრატიის მორიგი, ღია შანტაჟი და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე - ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია და ანგარიში უკვე სრულად სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ ჩარჩოს.

მოწოდება ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეებისა თუ პროკურორების სანქცირების შესახებ, აღარანაირ კავშირში არ არის დემოკრატიულ ფასეულობებთან. ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური ტერორის კლასიკური მაგალითი. როდესაც რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით ხელისუფლების შეცვლის მცდელობები მუდმივად კრახით სრულდება, ევრობიუროკრატია პირდაპირ მუქარაზე გადადის და მიზანში იღებს იმ ადამიანსა და ინსტიტუტებს, რომლებიც ქვეყანაში სტაბილურობის, მშვიდობისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მთავარ გარანტს წარმოადგენენ.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მუქარას - ეს არის კოლექტიური დასჯის მექანიზმი და უპრეცედენტო ცინიზმი. ევროპარლამენტი ღიად ეუბნება ქართველ ხალხს: „თუ არ აირჩევთ იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს დირექტივებს უსიტყვოდ და მონურად შეასრულებს, ჩვენ დავსჯით მთელ მოსახლეობას“. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის „ქართულ ოცნებაზე“ გადაბრალების მცდელობა კი სრული ფარისევლობაა, რადგან სწორედ ამ ხელისუფლებამ შეასრულა ყველა ურთულესი ტექნიკური მოთხოვნა უვიზო რეჟიმის მისაღებად. მისი შეჩერება წმინდა წყლის პოლიტიკური, შანტაჟზე აგებული და უსამართლო გადაწყვეტილება იქნება თავად ევრობიუროკრატების მხრიდან, რომლებსაც დემოკრატიის საფარქვეშ ავტოკრატიული მეთოდების გამოყენება სურთ.

ეს პროცესი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს, რომ რადიკალური ევროპული ელიტა საქართველოს განიხილავს არა როგორც თანასწორ პარტნიორს, არამედ როგორც ვასალს. თუმცა, ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარი ქართულ საზოგადოებაზე ყოველთვის საპირისპიროდ მოქმედებს - ეს მორიგი ისტერიკაც მხოლოდ განამტკიცებს ეროვნული ღირსების, სუვერენიტეტისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის დაუცხრომელ ჟინს“, - წერს ცოტნე გეგეჭკორი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი