მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცოტნე გეგეჭკორი: „იმედის“ წინააღმდეგ ევროპარლამენტის უპრეცედენტო სანქციის მიზეზი გახდა რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობისას მისთვის არაკომფორტული კითხვების დასმა. ეს ფაქტი პირდაპირ აშიშვლებს ევროპარლამენტის ორმაგ სტანდარტს
ცოტნე გეგეჭკორი: „იმედის“ წინააღმდეგ ევროპარლამენტის უპრეცედენტო სანქციის მიზეზი გახდა რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობისას მისთვის არაკომფორტული კითხვების დასმა. ეს ფაქტი პირდაპირ აშიშვლებს ევროპარლამენტის ორმაგ სტანდარტს

იმედი|imedinews.ge

„იმედის“ წინააღმდეგ ევროპარლამენტის უპრეცედენტო სანქციის მიზეზი გახდა რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობისას მისთვის არაკომფორტული კითხვების დასმა. ეს ფაქტი პირდაპირ აშიშვლებს ევროპარლამენტის ორმაგ სტანდარტს, - წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „EURO ანატომიის“ წამყვანი ცოტნე გეგეჭკორი.

როგორც ცოტნე გეგეჭკორი აღნიშნავს, როგორც კი ჩნდება ჟურნალისტი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს და კრიტიკულ, მწვავე კითხვას სვამს, ევროპული „ტოლერანტობა“ მომენტალურად ქრება და იწყება პირდაპირი რეპრესიები.

„ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „იმედს“ შენობაში მუშაობა აეკრძალა და აკრედიტაცია მთელი 1 წლით შეუჩერეს, არის დამოუკიდებელი მედიის დევნა ზუსტად იმ „ევროპული“ მეთოდებით, რომლებსაც რეალურად არაფერი აქვთ საერთო დემოკრატიულ ფასეულობებთან. და რა გახდა ამ უპრეცედენტო სანქციის მიზეზი? რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობა და მისთვის არაკომფორტული კითხვების დასმა. ეს ფაქტი პირდაპირ აშიშვლებს ევროპარლამენტის ორმაგ სტანდარტს - მათთვის მისაღებია მხოლოდ ის მედია, რომელიც მათსავე პროპაგანდისტულ ნარატივს იმეორებს და მონურად უქნევს თავს მათ გადაწყვეტილებებს. ხოლო როგორც კი ჩნდება ჟურნალისტი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს და კრიტიკულ, მწვავე კითხვას სვამს, ევროპული „ტოლერანტობა“ მომენტალურად ქრება და იწყება პირდაპირი რეპრესიები. ეს არ არის მხოლოდ ერთ ტელეკომპანიაზე თავდასხმა, ეს არის ღია მესიჯი ყველა დამოუკიდებელი მედიისთვის, რომ სიმართლის ძიება და ევრობიუროკრატების კომფორტის ზონიდან გამოყვანა უმკაცრესად დაისჯება. წარმოიდგინეთ, რა ისტერიკას ატეხდნენ იგივე ევროპარლამენტარები, საქართველოს ხელისუფლებას რომ რომელიმე უცხოური ან რადიკალური ოპოზიციური მედიისთვის მსგავსი აკრძალვა დაეწესებინა. ეს ორპირობა და ცენზურა არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც დასავლური პოლიტიკური ელიტა ნდობას კარგავს - ისინი საკუთარ შენობაშიც კი ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს, ეშინიათ დამოუკიდებელი ჟურნალისტების და ამ დროს სუვერენულ სახელმწიფოებს დემოკრატიის გაკვეთილებს უტარებენ“, - წერს იგი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი