მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

იმედი|imedinews.ge

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ ხაშურის მუნიციპალიტეტში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ასევე, ხაშურის №7 საჯარო სკოლა, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღმოჩნდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართული ღონისძიების ფარგლებში, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოგი ნოზაძემ და მასტერ-სერჟანტმა გიორგი ტარიელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მსახურის ფორმები და პირობები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს პროფესიულ საკონტრაქტო სამსახურსა და აქტიური რეზერვის განახლებული სისტემის შესახებ.

განახლებული სისტემის თანახმად, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური სამ კატეგორიად იყოფა: 6-თვიანი სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფებში, 8-თვიანი სამსახური საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში ან 11-თვიანი სამსახური უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით. 11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ წვევამდელებს ოფიცრის (ლეიტენანტი) ან უმცროსი სერჟანტის წოდება მიენიჭებათ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულ პირებს ანაზღაურება 30%-ით მეტი ოდენობით დაენიშნებათ.

შეხვედრას წვევამდელების მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

იმედი

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

იმედი

ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ  მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაც

ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე