
თუ ევრობიუროკრატიისთვის გამარჯვებაა ლგბტ პროპაგანდა და შედეგად პრაიდით გადაჭედილი ქუჩები, ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვება და საამაყოა იდენტობის, ტრადიციების, ადამიანის უფლებების და მომავალი თაობების დაცვა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
თუ ევრობიუროკრატიისთვის გამარჯვებაა ლგბტ პროპაგანდა და შედეგად პრაიდით გადაჭედილი ქუჩები, ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვება და საამაყოა იდენტობის, ტრადიციების, ადამიანის უფლებების და მომავალი თაობების დაცვა ამ ყველაფრისთვის საშიში პროპაგანდისგან, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატებისთვის ახლა ინტერესის საგანს ის სახელმწიფოები წარმოადგენენ, სადაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ტრადიციული ღირებულებების ერთგულია.
„უმცირესობის დიქტატი უმრავლესობაზე - ევროპაში თანასწორობის კვირეული უთანასწორობის მაგალითად იქცა. რატომ არ პატიობენ საქართველოს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს, პასუხი ევროკომისიის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაშია.
ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში ლგბტ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამაყობს“.
რა ახარებს ევროკომისიის პრეზიდენტს და სინამდვილეში რა ხდება ქვეყნებში, რომლებიც ევროდირექტივებს ემორჩილებიან და რის წინააღმდეგ იბრძვის საქართველო? პირდაპირ ვთქვათ, თუ ევრობიუროკრატიისთვის გამარჯვებაა ლგბტ პროპაგანდა და შედეგად პრაიდით გადაჭედილი ქუჩები, ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვება და საამაყოა იდენტობის, ტრადიციების, ადამიანის უფლებების და მომავალი თაობების დაცვა - ამ ყველაფრისთვის საშიში პროპაგანდისგან. აქვე უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ნამდვილი ევროპული ღირებულებები, რომლებისკენაც მივისწრაფვით და ევრობიუროკრატების მიერ თავსმოხვეული პოლიტიკა.
ფაქტია, ახლა მათი ინტერესის საგანს ის სახელმწიფოები წარმოადგენენ, სადაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ტრადიციული ღირებულებების ერთგულია. თუ აქამდე ევროპარლამენტარები პრაიდის ჩატარებას, მაგალითად ორბანის მმართველობის დროს, სხვა ქვეყნებიდან ჩაყვანილი ხალხით ცდილობდნენ, ახლა ბუდაპეშტში ლგბტ დროშა წინააღმდეგობის გარეშე გაშალეს. ასე მოხდა მართლმადიდებელ უკრაინასა და მოლდოვაშიც. იქაც დემონსტრაციულად წავიდნენ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის ნების წინააღმდეგ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
თავსმოხვეული ფსევდოლიბერალიზმი - ნახეთ ცონტე გეგეჭკორის სპეციალურ რეპორტაჟში.
იმედი
წყარო: imedinews.ge