მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

იმედი|imedinews.ge

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის უსასყიდლო ტრენინგებს აგრძელებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმარმასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტმა, ჯული პილკინგტონმა სასწავლო კურსი „Sales Excellence“ (გაყიდვების ეფექტიანობა) ჩაატარა.

ტრენინგს ტურიზმის ინდუსტრიის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, კლიენტის საჭიროებების ანალიზს, გარიგებების წარმატებით დასრულებასა (Closing) და ანგარიშების მართვას (Account Management).

ტრენინგი შემდეგ თემებს მოიცავდა: • გაყიდვების წარმატების საფუძვლები; • ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება; • ორგანიზაციის ღირებულებებისა და შესაძლებლობების გააზრება; • კლიენტის საჭიროებების ანალიზი; • გარიგების წარმატებით დასრულება (Closing);

ჯული პილკინგტონს 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროში. მუშაობდა წამყვან საერთაშორისო კომპანიებსა და სასტუმრო ბრენდებში ავსტრალიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც ხელმძღვანელობდა გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, მარკეტინგისა და ოპერაციული მართვის მიმართულებებს. არის სერტიფიცირებული ტრენერი სტუმარმასპინძლობის სფეროში და აქვს თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში ტურიზმის სექტორში ჩართულ პირებთან.

ჯული პილკინგტონმა 2017 და 2018 წლებში ტრენინგები ჩაატარა ტურიზმისა და მომსახურების ხარისხის განვითარების მიმართულებით. ამჟამად იკავებს Senior Account Manager-ის პოზიციას კომპანია Nuvho-ში და მუშაობს სასტუმროების სტრატეგიული განვითარების, გაყიდვებისა და ბიზნესპარტნიორობების მიმართულებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ვოლსკი: ახალმა „ნაცმოძრაობამ“ მოინდომა, რომ გაემიჯნოს ყველაფერს, რასაც ჰქვია სააკაშვილის წარსული, რაც ახალგაზრდების დიდი ჯგუფისთვის მიუღებელია და ფიქრობენ, რომ მათ მოიზიდავენ ქუჩაში, მაგრამ სადაც სააკაშვილის ბანერი გამოჩნდა, იქ მის გარშემო მდგომი არც ერთი ადამიანი წარმატებული არ არის თავის ძალისხმევაში

ეკატერინე მიქაბაძე: საერთაშორისო რეზერვების მაღალი დონე  ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის დაცულობის გარანტია საგარეო შოკების მიმართ განსაკუთრებით, მცირე, ღია ეკონომიკის შემთხვევაში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

იმედი

ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება