მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან სპეციალური ჯილდო მიიღო
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან სპეციალური ჯილდო მიიღო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან სპეციალური ჯილდო მიიღო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ქვეყნის მალარიისგან თავისუფალ ზონად აღიარების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპეციალური ჯილდო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაია ომიაძესა და მის პირველ მოადგილეს თამარ ყორიაულს გადაეცათ.

„მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გადადგმულ ეფექტიან ნაბიჯებს და მჭიდრო უწყებათაშორის თანამშრომლობას, რომლის საუკეთესო მაგალითი COVID-19-ის პანდემიის დროს ტურიზმის სექტორის მდგრადობის შენარჩუნება იყო. უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტები დღეს გადამწყვეტი ფაქტორია საერთაშორისო მოგზაურებისთვის, რაც ხელს უწყობს საქართველოს, როგორც საიმედო და პასუხისმგებლიანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე”, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

2025 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად ოფიციალურად გამოაცხადა. აღნიშნული სერტიფიკატი ქვეყანას მას შემდეგ მიენიჭა, რაც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტექნიკური საკონსულტაციო და პოლიტიკის ჯგუფების რეკომენდაციების საფუძველზე დაადასტურა, რომ საქართველოში ადგილობრივი გადაცემის ჯაჭვი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ამ ისტორიულ პროცესში ტურიზმის სექტორის ჩართულობისა და მალარიის ელიმინაციის სერტიფიცირების მხარდაჭერისთვის, 15 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საზეიმო დაჯილდოვება გაიმართა.

უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება საქართველოს, როგორც საიმედო ტურისტული მიმართულების იმიჯისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მუშაობა საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტების დანერგვის პროცესში ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორთა ნაკადის უსაფრთხო ზრდასა და ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი