
თურქეთში საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
იმედი|imedinews.ge
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ინციდენტი იალოვას პროვინციაში მოხდა. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.
„ჩვენს საჰაერო ძალებში შემავალმა F-16-ის ტიპის ერთ-ერთმა თვითმფრინავმა იალოვაში საწვრთნელი ფრენის დროს კატასტროფა განიცადა. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და გადარჩა. ავარიის მიზეზი დეტალური შემოწმების შედეგად დადგინდება“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge