მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება
უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება

უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება

იმედი|imedinews.ge

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ ისაუბრა.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული გამზირის რეაბილიტაცია. რუსთაველის გამზირს თავისი ისტორიული არეალებით და ძეგლებით მეტი დატვირთვა აქვს, ჩვენი ქალაქის გულია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ მთავრობასთან და განხორციელდა ბაზრის სიღრმისეული კვლევა, სამშენებლო რესურსების, მასალების, ზედნადები ხარჯების და ა.შ. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი და დარწმუნებულები ვართ, მაღალი კონკურენცია იქნება. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

გიორგი ტყემალაძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ რეაბილიტაცია არ გულისხმობს მხოლოდ ასფალტის საფარის დაგებას, აქ გათვალისწინებულია ძველი, ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, რაც ათწლეულებია არ განახლებულა.

თბილისის ვიცი მერმა განაცხადა, რომ ეს არის კომპლექსური პროცესი, GWP-თან და სხვა პროვაიდერ კომპანიებთან ერთად.

„ამ ყველა დაგეგმილ სამუშაოს აუცილებლად შევასრულებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც იქნება განხორციელებული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიურპრიზები გვექნება, ზოგადად, მომავალში დაგეგმარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი