მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უეფამ Sky News-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის მოსახსნელად „პირობები დაკმაყოფილებული არ არის“ და ჯანი ინფანტინოს მიმართ ნდობა კვლავ დაბალია
უეფამ Sky News-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის მოსახსნელად „პირობები დაკმაყოფილებული არ არის“ და ჯანი ინფანტინოს მიმართ ნდობა კვლავ დაბალია

უეფამ Sky News-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის მოსახსნელად „პირობები დაკმაყოფილებული არ არის“ და ჯანი ინფანტინოს მიმართ ნდობა კვლავ დაბალია

იმედი|imedinews.ge

უეფამ Sky News-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის მოსახსნელად „პირობები დაკმაყოფილებული არ არის“ და ჯანი ინფანტინოს მიმართ ნდობა კვლავ დაბალია, იმის მიუხედავად, რომ ფიფას პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და მსოფლიო ჩემპიონატის გასხვისების გეგმა უკან გაიწვია.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეჭვქვეშ დააყენა იმ ერთობლივი განცხადების სანდოობა, რომელიც ფიფამ გუშინ მაროკოში გამართული გადაუდებელი შეხვედრის შემდეგ გაავრცელა და სადაც აღნიშნული იყო, რომ მმართველობის საბჭოს წევრები მას „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებენ.

ეს ბოიკოტი ეჭვქვეშ აყენებს ევროპული გუნდების მონაწილეობას ფიფას მომდევნო ტურნირზე, რომელიც მომავალ თვეს გაიმართება - პოლონეთში დაგეგმილ 20 წლამდე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე.

Sky News-ისთვის მიცემულ განცხადებაში უეფამ აღნიშნა:

უეფას წევრი ასოციაციების პოზიცია ფიფას ტურნირებში მონაწილეობაზე უარის თქმის პირობებთან დაკავშირებით სრულიად მკაფიო იყო. პირველი: მსხვილი ტურნირების გასხვისების წინადადებების უკან გაწევა; და მეორე, გაცემულიყო გარანტიები, რომ ფეხბურთის ასე დამახინჯების მცდელობები აღარასდროს განმეორდება. ეს პირობები დაკმაყოფილებული არ არის. გარდა ამისა, შაბათს გავრცელებულ განცხადებაში უეფამ სრულიად ნათლად განაცხადა, რომ დაკარგა ნდობა ჯანი ინფანტინოს საპრეზიდენტო მმართველობის მიმართ. ეს პოზიცია უცვლელი რჩება. გუშინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიფას პრეზიდენტის მიერ დაქირავებული ზოგიერთი პირი (რომელთა კარიერაც მის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული) მას ეთანხმება, არაფერს ცვლის.
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

იმედი

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იმედი

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

იმედი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

იმედი