მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უეფას გადაწყვეტილებით, სომალელი მსაჯი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს, აგვისტოში უეფას სუპერთასის ფინალს გაუძღვება, სადაც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდებიან
უეფას გადაწყვეტილებით, სომალელი მსაჯი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს, აგვისტოში უეფას სუპერთასის ფინალს გაუძღვება, სადაც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდებიან

იმედი|imedinews.ge

სომალელი მსაჯი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს, აგვისტოში უეფას სუპერთასის ფინალს გაუძღვება, სადაც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდებიან.

ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში უეფამ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება და ომარ არტანის ამ როლზე დანიშვნა მის პარტნიორ კონფედერაციასთან - აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციასთან კონსულტაციების შედეგად იყო მიღებული.

არტანი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯად არის აღიარებული და მან 2025 წელს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის წლის საუკეთესო მსაჯის ჯილდოც მიიღო.

სუპერთასის ფინალი, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ევროპა ლიგის მფლობელს უპირისპირდება, 12 აგვისტოს, ავსტრიაში, „შტადიონ ზალცბურგზე“ გაიმართება.

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა არტანი დაახასიათა როგორც „შესანიშნავი, ახალგაზრდა, თუმცა უკვე გამოცდილი მსაჯი, რომელმაც თავი აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის უმაღლესი დონის შეჯიბრებებზე გამოიჩინა“.

„ფეხბურთი ადამიანების დასაკავშირებლად არის შექმნილი და უეფას სურს პატივისცემა გამოხატოს ომარისა და მისი მსაჯობის გამორჩეული უნარების მიმართ, რამაც მას ასეთი პრესტიჟული ნომინაცია მოუტანა“, - დასძინა მან.

არტანს ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩში უნდა ემსაჯა, თუმცა მაიამის საერთაშორისო აეროპორტში მას აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს, რადგან სასაზღვრო უწყებებმა იგი „შემოწმებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო ქვეყანაში შესასვლელად შეუსაბამოდ“ მიიჩნიეს.

სამშაბათს არტანმა The New York Times-ს განუცხადა, რომ აშშ-ის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები მას დოკუმენტაციისა და კარიერის შესახებ 11 საათის განმავლობაში კითხავდნენ, რის შემდეგაც დროებითი დაკავების საკანში გადაიყვანეს, ბოლოს კი სტამბოლის რეისზე დასვეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი