მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ​უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა
​უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა

​უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა ტარდებოდა, 3 საათს გაგრძელდა.

დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ორივე მხარემ ზოგადად პოზიტიური შეფასებები გააკეთა.

პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმა მოლაპარაკებები აღწერა, როგორც „კონსტრუქციული და უკიდურესად გულახდილი“.

„მოლაპარაკებები არ შემოფარგლულა უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე მოსაზრებების გაცვლით - საკმაოდ დეტალურად იყო განხილული ეკონომიკური საკითხები და პოტენციური მსხვილი, ორმხრივად სასარგებლო რუსულ-ამერიკული პროექტები“, - განაცხადა მან.

უშაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ „ხაზი გაესვა საბრძოლო ზონაში რუსული არმიის თვალსაჩინო წინსვლას“ და აღიარებულ იყო, რომ მოლაპარაკებებს „კონფლიქტის ძირეული მიზეზები“ უნდა გადაეჭრა.

დღეს უიტკოფი და უშაკოვი კიევში ჩავლენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ანაკლიის ბანაკს ესტუმრნენ

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ანაკლიის ბანაკს ესტუმრნენ

იმედი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებულ სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადასცეს

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებულ სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადასცეს

იმედი

ბათუმი „გემოფესტს" მასპინძლობს

ბათუმი „გემოფესტს" მასპინძლობს

იმედი

ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს

ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს

იმედი