მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა
უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი|imedinews.ge

რუსეთში, ვოლგოგრადის, თათრეთისა და კრასნოდარის მხარეებში გვიან ღამით Wildberries-ის რამდენიმე ობიექტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვოლგოგრადში Wildberries-ის სადისტრიბუციო ცენტრი დაზიანდა. 44 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ლოგისტიკური კომპლექსი რეგიონს ემსახურება.

მედიის ცნობით, დარტყმის სამიზნე გახდა „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკას“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც. ეს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, რეგიონზე განხორციელებული „მასშტაბური“ ღამის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, ქალაქში სამრეწველო ობიექტსა და სასაწყობე შენობაში ხანძარი გაჩნდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტებზე იყო საუბარი და არც Wildberries-ის საწყობსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე გავრცელებულ ცნობებს გამოხმაურებია.

ბოლო პერიოდში რუსეთში Wildberries-ის ობიექტებზე თავდასხმები გახშირდა. მედიის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში კომპანიის რამდენიმე ლოგისტიკური ცენტრი უკვე გახდა იერიშის სამიზნე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი