
ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში ესპანურ ანკლავ სეუტაში მაროკოდან უკანონო მიგრანტების შეჭრას გამოეხმაურა.
როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირი ვერ დაუშვებს, რომ ვინმე მის ტერიტორიაზე დადგენილი წესებს გვერდის ავლით შემოვიდეს.
„ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს. სიცოცხლისთვის საშიში საზღვრის გადაკვეთის მცდელობები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ადამიანების უკანონო გადაყვანით დაკავებული ქსელები უნდა დაიშალოს, ხოლო უკანონოდ შემოსული პირების დაბრუნების პროცესი ჩვენი წესების შესაბამისად სწრაფად უნდა განხორციელდეს. სიტუაციის დარეგულირება ორ ევროკომისარს დავავალე“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, მიგრაციისა და შიდა საკითხებში ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი მჭიდროდ თანამშრომლობს ესპანურ მხარესთან და მზად არის ადგილზე ჩავიდეს. ხოლო ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისარი დუბრავკა შუიცა მაროკოს ხელისუფლებასთან არის კონტაქტზე და პრობლემის მოგვარებას მასთან ცდილობს.
The images coming from Ceuta are unacceptable. We cannot allow anyone to come to our Union without abiding by our rules. Dangerous crossings must stop immediately. Smuggling networks must be dismantled. And returns must be swift, as our rules allow. I tasked two Commissioners… — Ursula von der Leyen (@vonderleyen) July 31, 2026
იმედი
წყარო: imedinews.ge