მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვაჟა კოკაია: ყველა ის საქმე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს არის საზოგადოების ინტერესებით ნაკარნახები. სწორედ საზოგადოებას უსმენს დღეს ხელისუფლება და არ არის ისე, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში იყო
ვაჟა კოკაია: ყველა ის საქმე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს არის საზოგადოების ინტერესებით ნაკარნახები. სწორედ საზოგადოებას უსმენს დღეს ხელისუფლება და არ არის ისე, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში იყო

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს ოპოზიციას ერთი სამადლობელი სიტყვაც არ დასცდენია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები წამალს მიიღებენ - განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ვაჟა კოკაიამ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ცოტა მეტი მადლიერება არის საჭირო, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, რადგან, რასაც დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს არის ქართული საქმე.

„თქვენ ისევ საუბრობთ პრობლემებზე და არ გაგხსენებიათ მადლობის თქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, რომლის გადაწყვეტილებითაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები წამალს მიიღებენ. მე გადავუხდი მადლობას საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის თქვენი სახელითაც. ყველა ის საქმე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს არის საზოგადოების ინტერესებით ნაკარნახები. სწორედ საზოგადოებას უსმენს დღეს ხელისუფლება და არ არის ისე, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში იყო. დარწმუნებული ვარ, თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში საზოგადოებას ნამდვილად არ მოუსმენდით“- განაცხადა ვაჟა კოკაიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი