მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ცინცაძე: ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია
ვახტანგ ცინცაძე: ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია

ვახტანგ ცინცაძე: ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული, ევროპის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზების განახლებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

ევროკომისიის დოკუმენტზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა, რომ ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია. „ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა. ასევე ევროკომისიას მოლოდინი აქვს, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც მისი შეფასებით, საკმაოდ ძლიერი ზრდის მაჩვენებელია. ამ შეფასებითაც, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ უფრო მაღალი იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძალიან ძლიერი დარჩა და 7.5% შეადგინა, ზრდას ძირითადად მომსახურების სექტორი, განსაკუთრებით ICT და განათლება, ასევე წარმოების სექტორი განაპირობებდა. რაც შეეხება 2026 წლის პროგნოზს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მისი შეფასებისას ხაზს უსვამს, რომ, როგორც წესი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შეფასებაში ტრადიციულად, საკმაოდ კონსერვატიულები არიან. „შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ 2026 წელი, ისევე როგორც შემდგომი წლები საკმაოდ პოზიტიური იქნება ეკონომიკური ზრდის კუთხით და საქართველოს ეკონომიური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საფინანსო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი