მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ცინცაძე: გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიცია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო უპირატესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით
ვახტანგ ცინცაძე: გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიცია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო უპირატესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით

ვახტანგ ცინცაძე: გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიცია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო უპირატესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით

იმედი|imedinews.ge

გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს პოზიცია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო უპირატესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური მზაობის შეფასება მსოფლიოს 192 ქვეყანაში განხორციელდა. ეკონომიკური მზაობის ინდექსი აფასებს ქვეყნის ბიზნესგარემოს უნარს, მოიზიდოს და ეფექტიანად აითვისოს ინვესტიციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, იმ სწორი პოლიტიკით, რომელიც კერძო სექტორის მხარდაჭერასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, მეორე მხრივ კი იმ საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომელიც ქვეყანას გააჩნია და რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, ბიზნესგარემოს პროგნოზირებადობას, სიჯანსაღეს და ზოგადად, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, მომავალშიც გაგრძელდეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტიციებისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

იმედი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

იმედი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

იმედი