მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვალერი ზალუჟნი: უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო შეიარაღების გამოყენების რესურსი ამოწურა
ვალერი ზალუჟნი: უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო შეიარაღების გამოყენების რესურსი ამოწურა

ვალერი ზალუჟნი: უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო შეიარაღების გამოყენების რესურსი ამოწურა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ამჟამად დიდ ბრიტანეთში ელჩის ვალერი ზალუჟნის განაცხადებით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ თითქმის ყველა სახის შეიარაღება გამოიყენა. რუსები ყველაფერს დაუპირისპირდნენ და ამჯერად კიევს რესურსი ამოწურული აქვს.

„2026 წელს უკრაინამ გამოიყენა ყველა სახის შეიარაღება, Tomahawk-ების, ბირთვული იარაღის, ავიამზიდებისა და F-35-ის გარდა, რომელიც ნატოს აქვს შეიარაღებაში. უკრაინამ აგრეთვე გამოიყენა ნატოს დოქტრინები. რესურსი ამოწურულია. ამ ყველაფერს რუსეთი დაუპირისპირდა“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ნატო მოძველებული დოქტრინით ხელმძღვანელობს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულის რეალიებზეა მორგებული, ხოლო უკრაინა ტექნოლოგიურად უფრო წინ არის.

„სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა და ომმა, რომელიც გრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახალ საფეხურზე აიყვანა. შესაბამისად, ახლა ნატოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ახალ სტანდარტებზე გადავიდეს, რათა ახალი დოქტრინა მიიღოს. მაშინ ნატო უკრაინის გასაწევრიანებლად მზად იქნება. მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ აბსოლუტურად ახალი სამხედრო ბლოკი გვჭირდება, რომელიც ტერიტორიულად ევროპაზე იქნება მიბმული“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 212 სტატია.

  • რუსეთმა უკრაინაში მონასტერი დაბომბა - 1 სასულიერო პირი დაიღუპა, 4 დაშავდაფორმულა
  • აშშ-მა უკრაინისთვის $2 მილიარდზე მეტის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცაBM.GE
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

იმედი

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იმედი

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

იმედი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

იმედი